საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის სასკოლო კომისიამ ტიტე ტაბიძე დანიშნა თავის რწმუნებულად ქალთა N2 გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ სოღორაშვილი ერობათა კავშირის წევრად აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ისიდორე ივანეს ძე სტურუა ერობათა კავშირის წევრად აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ცეკვაშვილი ერობათა კავშირის წევრად აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ახალაძე ერობათა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ჭიჭინაძე ერობათა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლამდე მარიამ ივანეს ასული დემურია ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და მისი რედაქტორი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ჟურნალი „ნაკადული“ იუწყებოდა, რომ 1-ლ თებერვალს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართებოდა პანაშვიდი ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებლისა და რედაქტორის, მარიამ ივანეს ასული დემურიას გარდაცვალების ათი წლისთავის აღსანიშნავად.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და რედაქტორი მარიამ ივანეს ასული დემურია.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენე ალექსანდრეს ასული ყარალაშვილი პორუჩიკ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ალექსანდრეს ასული ყარალაშვილი პორუჩიკ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ალექსანდრეს ძე ყარალაშვილი პორუჩიკ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვლის პირველ რიცხვებში ქართული სამუსიკო საზოგადოების გადაწყვეტილებით, სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ხსოვნის საღამო. პროგრამაში შედიოდა: მისი რომანსი „მოზუალო“ და არია ოპერიდან „პატარა კახი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნასიბ ბეკ უსუბეკოვი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია ნაფიცი ვექილი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაფიცი ვექილი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია გადავიდა ნიკოლოზის ქუჩაზე N72-ში.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს პეტრე ნაკაშიძე ქუთაისის თავადაზნაურობამ გუბერნიის მარშლად აირჩია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ მორფილს იაკობ გოგებაშვილმა საქართველოში ყოფნის დროს საჩუქრად გაუგზავნა ყველა თავისი სახელმძღვანელო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ მორფილმა, რომელიც სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენას, საქართველოში ყოფნის დროს შეიძინა არაერთი ქართული ენის სახელმძღვანელო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო „Руское слово“ უმაღლესი სასწავლებლის სასულიერო პირების მიერ გადამოწმდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძემ სპეციალურად მსახიობებისთვის შეადგინა ახალი ქართული სახელმძღვანელო „ჩანგი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა თონეთის სკოლის მასწავლებლად ქალის დანიშვნაზე უარი განაცხადა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლინევიჩი ქუთაისის მომრიგებელ-მოსამართლის თანაშემწის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ალუდა ზვიდაურის ლექსი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივნისს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლებს ზედამხედველმა ტატიშვილმა საჩუქრად წიგნები გადასცა.