საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორს, გროზდოვს სურდა, რომ ქართველ ბავშვებს სწავლის დაწყებისთანავე დაეწყოთ რუსული ენის შესწავლა. სკოლის საბჭო მას არ დაეთანხმა და პირველი განყოფილების სიაში რუსული ენა სექტემბრის ნაცვლად იანვრიდან შეიტანა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგიდან გრიგოლ აბაშიძის გადმოსასვენებელი თანხის შეგროვება ბათუმში სიმონ გურგენის ძე მდივანს დაავალეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგიდან გრიგოლ აბაშიძის გადმოსასვენებელი თანხის შეგროვება ქუთაისში გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩსა და კიტა აბაშიძეს დავალეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ მ. დარახველიძემ სოფ. მუხაღრუას შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგიდან გრიგოლ აბაშიძის გადმოსასვენებელი თანხის შეგროვება თბილისში ანასტასია ალექსანდრეს ასულ მაჩაბლისას და პავლე იოსების ძე თუმანიშვილს დაავალეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული მ. დარახველიძის სტატიის მიხედვით, სოფ. მუხაღრუაში ათასი ოჯახი ცხოვრობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგიდან გრიგოლ აბაშიძის გადმოსასვენებელი თანხის შეგროვება სოხუმში ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძეს დაავალეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგიდან გრიგოლ აბაშიძის გადმოსასვენებელი თანხის შეგროვება ბაქოში პლატონ ლევანის ძე გელოვანს დაავალეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული მ. დარახველიძის სტატიიის მიხედვით, სოფ. მუხაღრუაში მოსახლეობას სამი სკოლის აშენება სურდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგიდან გრიგოლ აბაშიძის გადმოსასვენებელი თანხის შეგროვება საჩხერესა და ჭიათურაში ელისაბედ გიორგის ასულ წერეთლისას და ალექსანდრე სიმონის ძე წერეთელს დაავალეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბერს სოფ. დიმში სტ. ბელიაშვილის ეზოდან შინაური ფრინველების მოპარვა სცადეს. ბელიაშვილმა ერთი ქურდი რევოლვერით დაჭრა. მან დანაშაული აღიარა და თანამზრახველებიც დაასახელა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ნოემბერს კავკავის ქართული სკოლის დარბაზში ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად საბავშვო სალიტერატურო საღამო უნდა გაემართათ. საღამოზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ მოკლე დახასიათება უნდა წაეკითხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანის ცხედარი ერევნიდან ქუთაისში მატარებლით უნდა გადმოესვენებინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გვეგვე ფაღავას ნაფიცი ვექილები მ. ფაღავა და კ. ჩიკვაიძე იცავდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 ნოემბერს სოფ. კორბოულში გაიხსნა წიგნსაცავ-სამკითხველო,  რომლის გამგედაც ე. იოსელიანი აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბერს სასამართლო პალატას ანტონ ბასილაიას საქმე უნდა განეხილა. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ფარნა გეგგელიას საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნოე ჟღენტს, მეთოდე მახარაძესა და სერაპიონ ბურჯანაძეს ყაჩაღობა ედებოდათ ბრალად.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ დიდიძე სამხედრო ექიმი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ დიდიძე, შალვა ორაგველიძე და ჯიმშერ ფირცხალაიშვილი სოსე და ნიკოლოზ ქიქოძეებს უნდა დაეცვათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში გაბრიელ ტორაძის ოჯახს მუქარის წერილი მისწერეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გოგია ჟორდანიას, შალვა ორაგველიძესა და ჯიმშერ ფირცხალაიშვილს ბათუმის გუბერნატორისა და სხვების გაძარცვა ედებოდათ ბრალად.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ჟღენტი კიევის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ერასტი ასათიანს ვექილი გელაზაროვი იცავდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ჟღენტი ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა.