რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ გააკეთა მოხსენება დასაბეჭდი წიგნების შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: დაებეჭდათ „ქაჯანა“, „ალი“ და „თავდადებულნი ქართველნი“, რომელთა დასაბეჭდად უნდა გადაედოთ ხარჯთაღრიცხვიდან დანიშნული თანხა, 300 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის ქართულ თეატრში გიორგი ნიკოლოზის ძე იშხნელის ბენეფისი იყო დანიშნული.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტ. ფირალაშვილი ქუთაისის გუბერნიის მუშათა დაზღვევის საკრებულოს წევრად აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ჩერნიკოვმა ახალი სისტემის გიტარა გამოიგონა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკიმე კირთავას ლოსაბერიძის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილი ქუთაისიდან ბათუმის საოლქო საპყრობილეში გადაიყვანეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილს მკვლელობა და ბათუმის მომრიგებელი მოსამართლის მდივნის გაძარცვა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 13 დეკემბერს სოფ. მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი ტარას ეგნატეს ძე ტყეშელაშვილი გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ აბრამიშვილმა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში წაიკითხა რეფერატი „ერეკლე მეორის შინაური პოლიტიკა“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არქიმანდრიტი პიროსი ალავერდის კათედრაზე გადაიყვანეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ადმინისტრაციული წესით გადასახლებული იოსებ ედიშერაშვილი სასჯელისგან გაათავისუფლეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ ჯღარკავას გლეხთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არქიმანდრიტი პიროსი თბილისის სინოდალური კანტორის წევრი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა გიორგი შელიას, გიორგი კვარაცხელიასა და მელიტონ, ჩანთა და პლატონ გაბუნიების საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა პეტრე ქარდავას, ყარამან ანჩაბაძის, ალექსანდრე მიქელაძის, ილია ლომთათიძისა და ვანო რევიშვილის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა პლატონ და თომა დგებუაძეების, ბაგრატ ჭანტურიას, გრიგოლ ჯანაშიასა და აკაკი კოხოძის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა იორდანე იმნაძის, ესტატე ოკუჭავას, ლევანტი თოდუას, ალექსანდრე თოფურიასა და ლუკა ბაკურიას საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა ისააკ ლაკერბაიას, მიტროფანე ნანავას, სანდრო ნებიერიძის, ნესტორ ბუაძისა და შალიკო კალანდარიშვილის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უთუ ბასილიას პრინცესა მიურატის სასახლეზე თავდასხმა ედებოდა ბრალად. ოლქის სასამართლოსგან მას ერთი წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ჯაფარიძე პრინცესა მიურატის ქონების მმართველი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფილუ გახარიას გლეხთა განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იოსებ ჯაფარიძის დაჭრა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წელს ბარნაბა ქარცხია ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილიდან ხარკოვის საკატორღო სატუსაღოში გაგზავნეს.

