რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვერა ტიმონოვისას კონცერტს ბორჯომში უამრავი ადამიანი დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოპერის არტისტი იაკოვლევი და გენადი ყორღანოვი ბორჯომში კონცერტის გამართვას გეგმავდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ბორჯომში მხოლოდ ერთი ბოქაული ვერ უმკლავდებოდა საქმეებს და ამიტომ მეორე დანიშნეს. უზნაძე ბორჯომში უშუალოდ ქალაქში ადევნებდა თვალყურს მოსახლეობას, ხოლო ყავრიევი – ბორჯომის სოფლების მაცხოვრებლებზე ზრუნავდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერსონი სურამის რკინიგზის სადგურის უფროსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევანოვი გორის რკინიგზის სადგურის უფროსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი თბილისის გუბერნატორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 ივნისს ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 ივლისს სამხედრო მინისტრი ივანოვსკი ამიერკავკასიის რკინიგზით ბორჯომში გაემგზავრა და იქიდან აბასთუმანში გეგმავდა წასვლას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე ილია მირიანის ძე ჭყონიას თხოვნით მიმართავდა, რომ დავით ამირიძისთვის დაებრუნებინა ხელნაწერი „ბარამიანი“ და ალექსანდრე მაისურაძესთან ყოველგვარ უსიამოვნებას აერიდებინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე წერდა, რომ ალექსანდრე მაისურაძე ბრალს სდებდა, თითქოს ხელნაწერი „ბარამიანის“ ნაცვლად „ბეჟანიანს“ უბრუნებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე წერდა, რომ ილია მირიანის ძე ჭყონიამ დავით ამირიძისაგან ხელნაწერი „ბარამიანი“ წამოიღო და ოზურგეთში წაიღო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ხელოსანთა კლუბში მდებარე „თავისუფალმა თეატრმა“ და ი. ა. ოსიპოვის დირექციის არტისტულ საზოგადოებასთან მდებარე „მინიატურებმა“ მნიშვნელოვანი წაგება ნახეს საზაფხულო სეზონზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ლ. ნ. პიშკოვი იყო პედაგოგი ფორტეპიანოს განხრით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ნ. პიშკოვის საფორტეპიანო კლასებში მეცადინეობა იწყებოდა 23 სექტემბრიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ე. ნ. გრინელის საოპერო სტუდიაში მეცადინეობა იწყებოდა 20 სექტემბრიდან.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ნ. გრინელი იყო დირიჟორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისში გაიხსნა დირიჟორ ე. ნ. გრინელის ახალი საოპერო სტუდია.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე იოსების ძე ზოზიაშვილის გორში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

