რეგისტრირებული ფაქტები89813
სორტირება თარიღი მზარდობით
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, სამეგრელოს თავად დავით დადიანის ქვრივს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს, დაენიშნა სამუდამო პენსია.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, თავად ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი სამეგრელოს მმართველობაზე, დაენიშნა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1 000 000 მანეთის ოდენობით.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 10 იანვარს თელავის უეზდის სამთავრომ დანიშნა აუქციონი, რომელზეც იყიდებოდა ერთ ოთახიანი, ეზოიანი, ქვიტკირის სახლი თელავში. გაყიდვამდე სახლი ეკუთვნოდათ თელავის მაცხოვრებლებს – მათე, მიხეილ და მოსე ვართანოვებს.
1867
ტიპი: გარდაცვალება
1867 წლის 12 იანვარს იოსებ ბაქრაძე ძმისშვილის, სვიმონ ბაქრაძის, სახლში გარდაიცვალა და ჭელიშის მონასტერში დაკრძალეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 16 იანვარს კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სტეფანე გალუსტის ძე ბარხუდაროვის ერთსართულიანი სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 18 იანვარს თბილისის გუბერნიის სამმართველოში დაგეგმილი იყო გორში მდებარე სარდიონ მაჩაბლის მამულის გაყიდვა.
1867
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ კონსტანტინე შარვაშიძეს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ დიმიტრი მდივანს მიენიჭა პროპორშჩიკის წოდება.
1867
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ ლუარსაბ ქორქაშვილს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ სვიმონ ტკეციშვილს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 21 იანვარს თბილისის გუბერნიის სამმართველოში დაგეგმილი იყო გაყიდვა ალექსი შადინოვის მამულისა, რომელიც მდებარეობდა თბილისში.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 23 იანვარს თბილისის გუბერნიის სამმართველოში დაგეგმილი იყო ელისაბედ ბაგრატიონ-მუხრანსკის მამულის გაყიდვა. მამული მდებარეობდა თბილისში.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 3 თებერვალს ერევნის გუბერნიის ყოფილი პროკურორი ნიკოლოზ ყაითმაზოვი ქუთაისის სამსჯავროს თავმჯდომარედ დაინიშნა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 10 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ცნობა ნავთლუღში დაარსებული ახალი სასწავლებლის შესახებ, რომლის გახსნასაც დაესწრო კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 10 თებერვალს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ კავკასიის ყოფილი მეფისნაცვლის მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ქვრივს ელისაბედ ვორონცოვას გაუგზავნა გარდაცვლილი მეუღლის ბრინჯაოს ბუისტი, რომელიც მისივე სახელობის ხიდზე უნდა დადგმულიყო.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება მთელ იმპერიაში გლეხების გათავისუფლების შესახებ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 5 მარტს გამოსული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულების საფუძველზე კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა გასცა ბრძანება ქალაქ თბილისის ხელოსანთა ამქრების კავკასიის მეფისნაცვლის მმართველობის ქვეშ გადასვლის შესახებ.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 6 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ აღალო პეტრეს ძე ონიკაშვილის ვენახი სოფელ კურდღელაურში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

