რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გიორგაძე ფელდშერად მსახურობდა ბაქოს მონაკვეთზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია საქართველოს რკინიგზის შესახებ. სტატიაში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი რკინიგზის საექიმო-სანიტარული ნაწილის კომისრის, ნინუას მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნულ პირებთა, კერძოდ, გიორგაძის, წილოსანისა და ბუკშას, დახასიათებას.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 18 აპრილის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალი გიორგი სპირიდონის ძე ხიმშიაშვილი კავკასიის პირველი კორპუსის არტილერიის უფროსად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ა. კუტუზოვა-ზელიონაია იყო მომღერალი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბ. ბ. კორსოვი მომღერალი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში სიმღერის კლასს უძღვებოდნენ: ენრიკო გ. ბროჯი, ა. ა. კუტუზოვა-ზელიონაია, ბ. ბ. კორსოვი, ნ. ლ. ლევიცკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ენრიკო გ. ბროჯი იყო მომღერალი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ლეჟავა იყო მომღერალი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. თ. სერდიუკოვა იყო პიანისტი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ო. ნემეტი იყო პიანისტი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, მ. ვ. კანდურალოვა იყო პიანისტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 19 სექტემბერს ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, სადაც როიალის აკომპანემენტს შეასრულებდნენ ა. ო. ნემეტი და ე. თ. სერდიუკოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ვერის დაღმართზე, მელიქ-არამიანცის ბაღში მდებარე საზაფხულო კაფე-რესტორან „ამირანში“ უკრავდა ორკესტრი მ. ა. შჩეგლოვის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სანამიანი იყო დეკლამაციის პედაგოგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პრევიტერა იყო იტალიური ენის პედაგოგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ მიხედვით, ს. უ. სულხანოვ-ტომსონი პიანისტი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვ. ი. პალიევი იყო პედაგოგი მუსიკის განხრით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში დეკლამაციის კლასს უძღვებოდა მ. ა. სანამიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში იტალიური ენის კლასს უძღვებოდა პრევიტერა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში ფორტეპიანოს სავალდებულო კლასს უძღვებოდა ს. უ. სულხანოვ-ტომსონი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში სავალდებულო თეორიისა და სამხედრო ორკესტრირების კლასებს უძღვებოდა უფროსი პედაგოგი ვ. ი. პალიევი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში სპეციალური თეორიის კურსს კითხულობდა მიხეილ მიხეილის ძე ჩერნოვი.

