რეგისტრირებული ფაქტები82929
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ნაძალადევის თეატრში სვიმონ გოგოლაშვილის რეჟისორობით კოტე მესხის ისტორიული დრამა „თამარ ბატონიშვილი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ნაძალადევის სცენისმოყვარეთა წრემ წარმოადგინა კოტე მესხის ისტორიული დრამა „თამარ ბატოხიშვილი“ ე. ჩიქოვანის, სოფიო გოგაშვილის, ი. გორგაძის, ვ. კუდახაშვილის, ა. კაციტაძის, ა. ომანიძის, გ. შავიშვილისა და ნ. ფარესიშვილის მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს სახალხო სახლში ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით პიესა „იმედის დაღუპვა“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წარმოადგინა პიესა „ზღვასთან“ ნინო ჩხეიძის, ალექსანდრე იმედაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ კორიშელის, ნინო თოიძის, მ. რომანიშვილის, სუზანა ბეჟანიშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წამოადგინა პიესა „იმედის დაღუპვა“ ეფემია მესხის, ალექსანდრე იმედაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ანეტა ქიქოძის, ვასილ არაბიძის, მიხეილ სარაულის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ კორიშელის, ნინო თოიძის, სუზანა ბეჟანიშვილისა და ანა შოთაძის მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასის წარმოდგენაში „ზღვასთან“ 8 წლის მედეა ქორელმა ანას როლი შეასრულა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წარმოადგინა ვოდევილი „ბებრის საღერღელით“ ვასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ნინო თოიძის, ზაქარია გომელაურის და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინა პიესა „იმედის დაღუპვა“.
1914
ტიპი: გარდაცვალება
საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი 1914 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში გამოვიდა გრიგოლ ჩარკვიანისა და მიხეილ გაჩეჩილაძის მიერ შედგენილი 1915 წლის კედლის კალენდარი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში ივანე პოლუმორდვინოვმა თავისი თარგმნილი ანტონ ჩეხოვის მოთხრობების გამოცემა დაიწყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის დეკემბერში იოსებ ივანიძემ ავლაბრის სახალხო თეატრის რეჟისორის თანამდებობა დატოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციამ იოსებ გედევანიშვილის, ივანე გომართელის, ივანე მაჭავარიანის, ვახტანგ ღამბაშიძისა და სხვ. დახმარებით ქართული თეატრის ისტორიის შედგენა და გამოცემა გადაწყვიტა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის დეკემბერში სოფიო ანკარა და მარიამ საფაროვი საბურთალოს თეატრის რეჟსორებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში კონსტანტინე ფოცხვერაშვილი ადგილობრივმა ქართველებმა ვორონეჟში დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური ნაწილის ორგანიზატორად მიიწვიეს.