რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თბილისის გუბერნატორმა თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა თბილისის პოლიცმეისტერს 1897 წლის საქველმოქმედო საზოგადოებათა დაწვრილებითი ანგარიშების წარმოდგენა უბრძანა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ქალაქისთავის კანდიდატებად თბილისში დაასახელეს კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი, გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რეიტერი და პ. ნ. ოპოჩინინი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ რუსულ ჟურნალ „ნივაში” რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის სურათები იყო დაბეჭდილი. ამავე ჟურნალში მათი ბიოგრაფიისა და ნიჭის შესახებ ვასილ ველიჩკო წერდა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 4 სექტემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ ნიკოლოზ ამილხვარის მკვლელობის საქმე განიხილა. დამნაშავეებად ვლადიმერ ფანიაშვილი და გიორგი კიკნაძე ცნეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აგვისტოს ზემო ნიქოზში 16 წლის სოსო მჭედლიძემ ჩხუბის დროს 14 წლის მიხა ბიძინაშვილი მოკლა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 3 სექტემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ დათიკო კორძაია, იპოლიტე ხეცაძე, კონსტანტინე ხეცაძე და ლევან ტალახაძე ძარცვაში დამნაშავეებად ცნო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 სექტემბერს საოლქო სასამართლოს განყოფილების განაჩენის მიხედვით დავით კეზელი კონსტანტინე ბარამის ძე შებურიშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 აგვისტოს ურიათუბანში ახლად აშენებული ტაძარი აკურთხეს, რომელიც განსვენებული დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძის მიერ დატოვებული ანდერძის მიხედვით მისმა ძმამ, ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძემ ააშენა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლოს ბოქაულის განცხადებით სიმონ ზაზას ძე ლაზაშვილის თბილისში მდებარე მამული უნდა გაეყიდათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 აგვისტოს გრიგოლ გოლიცინმა რკინიგზის გამგის, ვურცელის თანდასწრებით ყარსის რკინიგზა დაათვალიერა. მას ძალიან მოეწონა ნამუშევარი და ვურცელს მადლობა გადაუხადა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 5 ოქტომბერს ტირძნისში დავით ივანეს ძე სულხანიშვილი დაასაფლავეს. ის მძიმე დაავადებით 18 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 15 ოქტომბერს დანიშნული იყო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც უნდა განეხილათ მერჟევსკის მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო ამიერკავკასიაში შინამრეწველობა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს უნდა განეხილა ე. ფ. ბურგარდტის მოხსენება ხმოსნობისთვის თავის დანებების შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 სექტემბერს ლინდენმა თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა დაათვალიერა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ოქტომბერს დიდების ტაძარში უნდა გამოეფინათ ალექსეი ეისნერის ნახატები. მხატვარმა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის და ნიკოლოს ზებედეს ძე ცხვედაძის პორტრეტები დახატა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 სექტემბერს სოფელ ატოცში ნიკოლოზ სამარღანიშვილმა და მისმა შვილმა, შაქრო სამარღანაშვილმა მიტო ფალავანდიშვილი მოკლეს და ვანო გრიგოლის ძე დიდებულიძე დაჭრეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების დარბაზში ე. ს. მერჟეევსკიმ ღონისძიების დამსწრეებს გააცნო, რა ვითარება იყო კავკასიაში მეაბრეშუმეობის, მაუდის, შალის და ხალების წარმოებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შესაძლებელი იყო წარმოების გაუმჯობესება და ამისთვის მეურნეებს საჭირო ზომებისთვის უნდა მიემართათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 სექტემბერს ბათუმში ჩასულ მარიამ რომანოვს გრიგორი გოლოცინი, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი და სხვა საპატიო პირები შეეგებნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძე გაზეთ „ცისკრის“ რედაქტორი იყო.

