რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ეკატერინე ივანეს ძე სარაჯიშვილმა ქართველ ქალთა ამხანაგობის ჭრა-კერვის სკოლას 360 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ალექსი მირიანაშვილმა საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიიღო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს მიხეილ გიორგის ძე ლელაშვილმა დაიწყო იუმორისტული ჟურნალ „სუსხის“ გამოცემა. ჟურნალის მხოლოდ 9 ნომერი გამოვიდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე ამიერკავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის მდივნად მუშაობდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე 1914 წელს, ამიერკავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის პირველ ყრილობაზე, საბჭოს წევრად აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს დიაკვანმა არჩილ იოსებიძემ პოლიციას უთხრა, რომ ნაძალადევში მოკლული ტერორისტი ილიკო იმერლიშვილი არ იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ნაძალადევში პოლიციის თავდასხმის დროს ილიკო იმერლიშვილმა გაქცევა მოახერხა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ნაძალადევში პოლიციის თავდასხმის დროს მოკლული დამნაშავის ამოსაცნობად მისულმა ილიკო იმერლიშვილის ოჯახმა იცრუა და მოკლული იმერლიშვილად გამოაცხადა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წელს ილიკო იმერლიშვილი დიაკვან არჩილ იოსებიძეს დახვდა და ღალატისთვის თავი მოაჭრა, მოჭრილი თავი კი ფოსტით სასამართლოში გაგზავნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს, დიაკვან არჩილ იოსებიძის მკვლელობის შემდეგ, ილიკო იმერლიშვილმა თბილისი დატოვა და დუშეთის მაზრის ტყეებში წითელ პარტიზანებს შეუერთდა.

