საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83167

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ წელს სახალხო უნივერსიტეტში არითმეტიკას წაიკითხავდა გრიგოლ კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე, ჰიგიენას – კონსტანტინე ლაზარეს ძე ტურიაშვილი, ასტრონომიას – არჩილ რაჟდენის ძე დეკანოზიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ალექსანდრე პეტრეს ძე წულუკიძე ექიმი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კ. ტერ-დავიდიანცის საბუღალტრო კურსები ტარდებოდა თბილისში, ნიკოლოზის ქუჩა 35-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ექიმმა ალექსანდრე პეტრეს ძე წულუკიძემ განაახლა პაციენტების მიღება შინაგან სნეულებათა და ქირურგიის განხრით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთებში, „Грузия“ და „Тифлисский Листок“ გამოქვეყნდა სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ იოსების ძე არდიშვილის ტელეფონოგრამა, რომელიც ეხებოდა გუბერნიის სასურსათო კომიტეტის ქონების სასურსათო საბჭოსთვის გადაცემას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ს. დარჩია იყო ამიერკავკასიის კოოპერატივთა საბჭოს თავმჯდომარე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სიონის ქუჩაზე აღმოუჩენიათ 1500 ფუთი შაქარი. შინაგან საქმეთა მინისტრის საგანგებო ბრძანებულების გაცემამდე, აღმოჩენილი საქონელი შესანახად გადაეცა ხუნანცს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საგანგებო დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილემ, პ. ზ. ფაჩულიამ სიონის ქუჩაზე აღმოაჩინა 1500 ფუთი შაქარი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროს ჩაჩავას ფოთში დაუჭერია სამი ბოროტმოქმედი, რომლებსაც 75 ათასი რუბლი ჰქონიათ მიტაცებული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფოთიდან თბილისში დაბრუნებულა თბილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსი ჩაჩავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ წელს სახალხო უნივერსიტეტში ლიტერატურის ისტორიას, პოლიტიკურ ეკონომიკასა და სამართალს წაიკითხავდა სერგო ჟორჟოლიანი, ზოგად ისტორიას – ელიოზ გიორგის ძე ხუციშვილი, ფიზიკას – აკაკი ქავთარაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ წელს სახალხო უნივერსიტეტში სოციალიზმის ისტორიას წაიკითხავდა რაჟდენ მათეს ძე არსენიძე, მსოფლიო ისტორიის შესავალს – გრიგოლ იასონის ძე ნათაძე, ევროპის ხალხთა ცხოვრებასა და ლიტერატურას – ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 7 საათზე ნაძალადევის თეატრში გაიმართებოდა ლექცია ქართულ ენაზე. შესავალ სიტყვას სახალხო უნივერსიტეტების მნიშვნელობის შესახებ წარმოთქვამდა ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე, ხოლო ლექციას წაიკითხავდა გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გ. ნასყიდაშვილი იყო ჯარისკაცი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა მილიციონერი ი. ეპიტაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურზე მოხდა თავდასხმა. დანაშაულის ადგილზე დაიჭირეს ჯარისკაცები, თ. ღვიმბრაძე და გ. ნასყიდაშვილი, რომლებსაც აღმოაჩნდათ მილიციონერებისთვის ჩამორთმეული „ვინტოვკები“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ზუკაკიშვილი იყო მილიციონერი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ეგორ იმედაშვილი იყო მილიციონერი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. ეპიტაშვილი იყო მილიციონერი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოკლეს მილიციონერი ს. ზუკაკიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურის მილიციონრებს, ეგორ იმედაშვილს, ი. ეპიტაშვილსა და ს. ზუკაკიშვილს ბოროტმოქმედებმა გამოსძალეს 2750 რუბლი, ვერცხლის ქამრები და საათები და ორი „ვინტოვკა“.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 29 სექტემბერს მიხეილის გამზირის 181-ში თავის ელექტროტექნიკის სახელოსნოში მოკლული იპოვეს ამ სახელოსნოს მეპატრონე არმენაკ მაგაკოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 სექტემბრის ღამეს ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ „ორხევის“ საფოსტო სადგურის მილიციონერებს: ეგორ იმედაშვილის, ი. ეპიტაშვილსა და ს. ზუკაკიშვილს.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არმენაკ მაგაკოვი ელექტროტექნიკის სახელოსნოს ფლობდა თბილისში, მიხეილის გამზირის 181-ში.