საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83167

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით ანტონის ძე თოიძე იყო ვარშავის პოლიტექნიკუმის მექანიკის განყოფილების სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს არჩილ იოსების ძე კანდელაკი იყო ხარკოვის უნივერსიტეტის მედიკური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ლეონ ივანეს ძე კანდელაკი იყო მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით ქაიხოსროს ძე იაშვილმა დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

თამარ ილიას ასულმა იმერლიშვილმა დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი და თბილისის რომელიმე გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ანა სტეფანეს ასული გაბელაია ქალთა უმაღლესი კურსების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ბარბარე პაატას ასული სულხანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: განათლება

ვარდენ ლორთქიფანიძემ დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი და სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში განაგრძო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე ნესტორის ძე კახეთელიძე პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძე კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ირაკლი დავითის ძე კლდიაშვილი ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

მარიამ რაჟდენის ასულმა მაღალაშვილმა დამთავრა მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური ინსტიტუტი და დისერტაციის დასაცავად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 5 თვით სტიპენდია სთხოვა.