საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-17 წლებში ილარიონ რომანოზის ძე ნასრაძე (ნასარიძე) სკინდორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილის „ბუნება და ცხოვრება“ I ნაწილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს სტეფანე პეპანოვი ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გეურქ ფირუმიანი სომხური დრამატული დასის რეჟისორის მოადგილე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გეურქ ფირუმიანმა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“ სომხურად თარგმნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დუტუ მეგრელმა თავისი პოემა „მწირი სარდალი“ გადააკეთა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გ. გვარამაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან არსებული წარმოდგენების მმართველი სექციის თავმჯდომარე იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს გიორგი ხერხეულიძემ ხობის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს შალვა დადიანმა შეადგინა ახალი სახელმძღვანელო „მსახიობის ხელოვნება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს მათე იანქოშვილმა დაწერა პიესა „გაჭირვებული ადვოკატი“.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დრამატული საზოგადოების წევრი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ელენე ჩერქეზიშვილი პარიზის თეატრ „იმპერიალში“ თამაშობდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს არჩილ ნიკოლოზის ძე ავალიშვილი თბილისის დრამატული საზოგადოების ხაზინადარი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნიკოლოზ გვარაძე ბაქოს დასის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი ჭიათურის დასის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს რუსმა მწერალმა კონსტანტინე ბალმონტმა ქართული ენის სწავლა დაიწყო, რათა „ვეფხისტყაოსანი“ დედანში წაეკითხა და ისე ეთარგმნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქართველი სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობისათვის დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ მოამზადა მოხსენება „მოძრავი თეატრი პედაგოგიური თვალსაზრისით“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მიხეილ ქორელმა თარგმნა პიესა „ნაპოლეონის მხიარული დღე“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე „ზაკავკაზკი რეჩის“ რედაქტორი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე დრამატული საზოგადოების გამგეობისა და სცენის მოღვაწეთა ყრილობის მომწვევი კომისიის წევრი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ბარბარე ვლადიმერის ასული ალექსი-მესხიშვილი მოსკოვში სუხოდოლსკის დრამატულ დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქუთაისში ია ეკალაძის თხზულებათა II ტომი გამოიცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის ლექსი „საფრანგეთის ლირიკა“ (კოჭლი სონეტი).

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იუზა ზარდალიშვილმა საჩხერის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ტრიფონ რამიშვილმა დაწერა სამმოქმედებიანი პიესა „დედინაცვალი“.