რეგისტრირებული ფაქტები87536
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 20 ნოემბერს ქეთევან ჯამბაკურიან-ორბელიანი სიონის ტაძრიდან გაასვენეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ალექსანდრე კავსაძის საერო ხორომ კონცერტი გამართა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სოფელ ცხინვალში დროებით მცხოვრებმა თბილისელმა გიგუცა არუთინოვმა თავისი მამა დანით მძიმედ დაჭრა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მ. პ. სოლოვიოვი ბეჭდვითი საქმის მთავარი მმართველობის გამგე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ დედოფალის დაბადების დღისთვის აბასთუმანში გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი, თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი და სხვა საპატიო პირები ჩავიდნენ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ შუშის მაზრის უფროსი, აბხაზი თავისი თხოვნით სამსახურიდან დაითხოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გიგო შათირიშვილმა და ლევან ბატიაშვილმა თანხა გაიღეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად რაფიელ მგელაძემ, ივანე ვარდიაშვილმა და ნიკო რამაზიშვილმა თანხა გაიღეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად დომენტი დოლაბერიძემ თანხა გაიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 დეკემბერს ქუთაისში გამართულმა ალექსანდრე კავსაძის ქართულმა საერო ხოროს კონცერტმა მსმენელზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სამოილოვი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სამოილოვი გენერალ-მაიორი გახდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არუთინოვი იყო კომისარი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს სამხედრო მინისტრის, გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძის წინადადებით დადგენილ იქნა საზოგადოება „ტრანსპორტის“ საქმის განსახილველად ჩამოყალიბებულიყო საგანგებო კომისია, რომელშიც შევიდოდნენ სასურსათო სამინისტროს, სამხედრო და სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენლები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილის წინადადებით დაადგინეს, თბილისის ციხეებში თანამდებობიდან განთავისუფლებული მომსახურეებისთვის 10-მილიონიანი ფონდიდან 41 489 ათასი რუბლის გამოეყოთ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სერგო დავითის ძე ჯაფარიძე იყო საქართველოს მთავრობის საქმეთა მმართველი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრ შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილის დავალებით სოხუმის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს აფხაზეთში ჩასული კომისიის განკარგულებაში უნდა გადაეცა ჩინოვნიკთა შტატი.

