საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „სათეატრო ხელოვნება ქართლში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან გარსიაშვილის მოთხრობა „მეფე მგოსანი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნოე ჩხიკვაძის ლექსი „ბულბულს“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „მზისკენ...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან შალიკაშვილის თხზულება „კრება“.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 1-ელ ივნისს გარდაიცვალა ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში ცალკე წიგნად გამოიცა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1914 წლის ივნისში კოტე მარჯანიშვილს რეჟისორ სუხდოლსკისთან უთანხმოება მოუვიდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივნისში სომხურმა დრამატულმა საზოგადოებამ დასში მიიწვია მაისურიანი, პავლე არაქსიანი, ჰოვანეს არტემის ძე აბელიანი, ავეტიანი, არაქსიანი და ვაჰრამ ფაფაზიანი.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის ივნისში ხარკოვის ციხეში გარდაიცვალა პოლიტიკური პატიმარი მელიტონ გობეჩია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ალექსანდრე ძოწენიძემ ქართველ ფარმაცევტთა მიერ შეწირული თანხა გადასცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: მ. არაზოვმა, ალ. ძოწენიძემ, ონ. ახვლედიანმა, ალ. მეძმარიაშვილმა, გრ. მგალობლიშვილმა, ს. ნადარეიშვილმა და სხვ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ფარმაცევტმა გვანცელაძემ 3 მანეთი შესწირა, ხოლო ფარმაცევტმა რ. ანდრონიკაშვილმა – 2 მანეთი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 1-ელ ივნისს ოზურგეთის თეატრი აკურთხეს და საღამოს ვლადიმერ მესხიშვილისა და იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით „კრიჩენსკის ქორწინება“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში გამოვიდა ახალი სიმღერა „დავრდომილი სნეული“, სიმღერის ტექსტი კოტე მაყაშვილს ეკუთვნოდა, მელოდია – ანდრია ყარაშვილს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში ანდრია ყარაშვილმა დაასრულა ოპერა „რუსთაველის“ მეოთხე მოქმედება „ფატმანის წვეულება ავთანდილის პატივსაცემად“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში კოკი აბაშიძე ამზადებდა ლექციას „არჩილ ჯორჯაძე, როგორც სიცოცხლის აზრის მაძიებელი“.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის ივნისში „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციამ კოტე მესხის გარდაცვალების გამო გრიგოლ რობაქიძის დეპეშა მიიღო. მას გვიან გაეგო მესხის სიკვდილის ამბავი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: კ. ავალიანმა, ი. ობოლაძემ, ა. კანდელაკმა, კ. ჩარგეიშვილმა, ნ. ჩიკვაიძემ, ა. გოგორიშვილმა და სხვ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ათ-ათი შაური შესწირეს ფარმაცევტებმა: კორძახიამ, ი. ბადარეიშვილმა, შ. კვინიკაძემ, ეპ. ნარუაშვილმა, არ. მშვიდობაძემ, მ. ბერიძემ და ივ. შერმადინმა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: ლ. ალხაზიშვილმა, თ. ჩიქოვანმა, ს. ნანეიშვილმა, ედიგარაშვილმა, კ. ჯაფარიძემ, ალ. მატარაძემ და სხვ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორი დ. არაყიშვილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში დაიბეჭდა არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის ახალი წიგნი „ლექსები, სცენები და მოთხრობები“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში 12-კაციანი დასი ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით საგასტროლოდ პროვინციაში გაემგზავრა, უნდა წარმოედგინათ „მუშის პატიოსნება“ და „ოჯახის გაუბედურება“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივნისში კონსტანტინე ანდრონიკაშვილი ბათუმის დრამატული საზოგადოების დასის რეჟისორად მიიწვიეს.