საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83836

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ქიქოძის შარჟი კომპოზიტორ კონსტანტინე ფოცხვერაშვილზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „რა სევდიან ზღაპარს ამბობს ქარი...“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მესხის წერილი „ომი, ომზე, ომის გამო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დია ჩიანელის მოთხრობა „სიყრმის საჩუქარი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ჩხეიძის პორტრეტი ელენეს როლში „გაწყვეტილი სიმიდან“. პორტრეტი შესრულებულია შალვა ქიქოძის მიერ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართველი მწერლები – დ. გ. ნახუცრიშვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „სამშობლოს მუხამბაზი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 იანვარს ახალ კლუბში გამართული სალიტერატურო დილის შემდეგ გრიგოლ რობაქიძის, გერონტი ქიქოძის, სერგო გორგაძის, იოსებ გედევანიშვილის, სამსონ დადიანის, ალექსანდრე წუწუნავას, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილის, დავით კასრაძის, ნიკოლოზ კურდღელაშვილისა და სხვ. მონაწილეობით საჯარო კამათი გაიმართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვარს ახალ კლუბში გამართულ სალიტერატურო დილას ალექსანდრე შანშიაშვილმა თავისი ახალი პოემა „ქალი გრძნეული“ წაიკითხა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის „სათეატრო საქმე პროვინციაში 1914 წ.“

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის „ღია წერილი“ („ქართული თეატრის ისტორიის“ შედგენა-გამოცემის გამო).

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ კიაზოშვილის თხზულება „და დღესაც გვსურს“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. დათიაშვილის თხზულება „განახლებული სული“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით დიანოზის ძე კოპალეიშვილის ლექსი „ევა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სახალხო მწერალ-მომღერალნი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის „ეპიგრამები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „ფერია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შოთა დადიანის თხზულება „ზღაპარი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „დ. ხაშურში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ძაძამიას თხზულება „თფუუ...“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 იანვარს ავლაბრის სახალხო თეატრში ვ. მარგველაშვილის, ბესო მაისურაძის და სხვ. მონაწილეობით „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ წარმოადგინეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 იანვარს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ ალექსანდრე ბაქრაძის „ამ დროის გმირები“ წარადგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 იანვარს ბაქოში, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში, შალვა დადიანის რეჟისორობით წარმოადგინესნ გოგოლის „რევიზორი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 6 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „უნიადაგონი“ 324 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 222.48 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 7 იანვარს ელისაბედ ჩერქეზიშვილის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად სახალხო სახლში თბილისის ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ მიხეილ ქორელის რეჟისორობით ხუთმოქმედებიანი მელოდრამა „ორი ობოლი“ წარმოადგინა.