საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დიდუბის სამკითხველოს 10 მანეთის წიგნები გადასცეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ალექსანდრე სუმბათაშვილს ანგინის გამო ექიმებმა სცენაზე თამაში აუკრძალეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ალექსანდრე იმედაშვილის მიერ თარგმნილი ვებერის პიესა „პანსიონის ზღუდეთა შორის“ სცენაზე დასადგმელად ნებართვის მისაღებად კავკასიის უმაღლეს მთავრობას წარუდგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციას სოხუმიდან ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა დესპინე ივანიძის სასარგებლოდ შეგროვებული 5.5 მანეთი გაუგზავნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში თერაპევტი ნ. ე. თიკანიძე პაციენტებს კიროჩნი ქუჩის №18-ში იღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ვასილ ურუშაძე შავი ზღვის დაბა-ქალაქებში გაემგზავრა მაისიდან წარმოდგენების გასამართად.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში გურიის დაბა-სოფლებში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოებზე გიორგი ნიორაძემ წაიკითხა ლექციები იაკობ გოგებაშვილისა და მისი პედაგოგიური იდეალების შესახებ, გალაკტიონ ტაბიძემ და გიორგი ქუჩიშვილმა – საკუთარი ლექსები და სხვ.

1914

ტიპი: თანამდებობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის (თავმჯდომარის ამხანაგი - ი. ოცხელი, მდივანი - ი. ბაქრაძე) 1914 წლის 2 აპრილის წერილის თანახმად, ადგილობრივი სტამბისთვის ღირსეული ადმინისტრატორის მოძებნა, უვარგისობის გამო დათხოვნილი გლავაცკის ნაცვლად, დაევალათ: ფილიალის გამგეობის წევრებს - მარიამ ვარდოსანიძესა და ტრიფონ ჯაფარიძეს, ბიბლიოთეკების მეთვალყურეს - მელიტონ დოლაბერიძეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 2 აპრილის წერილის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობამ (თავმჯდომარის ამხანაგი ი. ოცხელი, მდივანი ი. ბაქრაძე) უვარგისობის გამო დაითხოვა ადგილობრივი სტამბის ადმინისტრატორი (ფაქტორი) გლავაცკი და ეძებდა მის შემცვლელს.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 2 აპრილს ძეგ­ლე­ვის წმ. გი­ორ­გის, ბა­ჯი­ხე­ვის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზისა და ხონ­ჭი­ო­რის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკლესიების მღვდელი სერაპიონ ილარიონის ძე გოგრიჭიანი გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 აპრილს მოსკოველი სტუდენტი ევგენი გუგუშვილი ატყობინებს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის გამგეობას, რომ სურს დაეხმაროს ოდიშის ერთ-ერთ 200 კომლიან სოფელს სამკითხველოს დაარსებაში, რომელიც სამომავლოდ საზოგადოების განყოფილებად გადაიქცევა. ამ საქმეში გამოუცდელი სტუდენტი სამოქმედო რჩევა-დარიგებას სთხოვს გამგეობას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „აღდგომის ღამე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „სიტყვა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის სტატია „ოგიუსტ როდენი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის ლექსი „ედემის კართან“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ვერვის ვეტყვი...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის თხზულება „ღია კარი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი „სადღეისო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იპოლიტე ვართაგავას სტატია „ჩვენი ეროვნული რეპერტუარის სიღარიბე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაშვილის მეთაური წერილი „... და ჩვენ როდისღა აღვსდგებით?“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ზე აბაშიძის წერილი „საბავშვო დილა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილის „ბუნება და ცხოვრება“ მე-3 ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ერთაწმინდელის პიესა „არონ შეენც?!“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მანთაშოვის ლექსი „დღეს იგი აღსდგა...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილი „ქართველ მწერალთა წერილები“ (გიორგი წერეთელი).