რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტს ქართველ ქალთა სახელოსნო სკოლაში მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო საღამო გამართეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლისა და პატარა ფატი გოკიელის სურათი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტს ლანჩხუთის თეატრში ანდრია ჯაყელის რეჟისორობით ორმოქმედებიანი კომედია „ადამ და ევა“ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ორი მშიერი“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტს, აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს, სამოქალაქო პანაშვიდზე გუნდმა კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით სამგლოვიარო საგალობლები შეასრულა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობას აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო უნდა გაემართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად სახალხო სახლში „პატარა კახი“, „თორნიკე ერისთავი“ და „თამარ ცბიერი“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 15 მარტს თერჯოლის წმ. გიორგის (ჭაბუკთის) ეკლესიის მღვდელი მიხეილ ზაალის ძე ჭუმბურიძე გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 მარტს დომინიკა ერისთავი-მდივნის თავმჯდომარეობით ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების კრება გაიმართა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ეცნობებინათ წიგნის მაღაზიაში ჰქონდათ თუ არა აკაკის ბროშურები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა დაებეჭდათ. თუ მოეპოვებოდათ ეცნობებინათ რამდენ პროცენტად მისცემდნენ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.