რეგისტრირებული ფაქტები87466
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუარსაბ ქაიხოსროს ძე ყიფიანის ქვიშხეთში მდებარე 2 დესეტინა სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა საზოგადოების საცავისთვის ხელნაწერების (ეტრატზე ნაწერი „სვინაქსარი“, მეტაფრასი, „სახარება“) შესაძენად თანხის გამოყოფის საკითხი.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წელს დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილი სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით გადადგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე იოსების ძე ჭავჭავაძის მუკუზანსა და ურიათუბანს შორის მდებარე 8 დესეტინასა და 530 კვადრატულ საჟენ ბაღს, სამოსახლო და სახნავ-სათეს ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პავლე დიმიტრის ძე ტატიშვილის ხოვლეში მდებარე 1,5 დესეტინა ბაღს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იასონ ჩხარტიშვილი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, არ გაიზიარეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის მოთხოვნა წინარეხის სკოლის გეგმის კირილ იანოვსკისეული პროგრამის მიხედვით დამტკიცებაზე.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ რუსულის სწავლება დაეწყოთ მეორე კლასის მეორე ნახევრიდან. ხელისუფლებასთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, გაეზარდათ სწავლების ხანგრძლივობა სამიდან ოთხ წლამდე, რომ რუსულ ენას იმდენივე დრო დათმობოდა, რამდენსაც იანოვსკის გეგმა ითვალისწინებდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, ალექსანდრე სარაჯიშვილს სოფელ ჯოლობანში არსებული კერძო სკოლის საჭიროებათა შესახებ ინფორმაციის შეკრება დაევალა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დააკმაყოფილეს ბათუმის სკოლის თხოვნა სასკოლო ნივთების მიწოდების თაობაზე.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ყურადღება გაამახვილეს საყმაწვილო ჟურნალის გამოცემის აუცილებლობაზე.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სასოფლო სკოლათა ბიბლიოთეკებში წიგნების მოხმარებისა და კატალოგის შედგენის წესები დაამტკიცეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ახალციხის ქალთა სკოლისთვის სახელმძღვანელოებისა და ავეჯის, ხოლო ახალქალაქის სკოლისთვის შენობის თანხის გამოყოფის საკითხები განიხილეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სოფლის სკოლებისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებისა და ნივთების შესყიდვის ხარჯები დაამტკიცეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, ბათუმის სკოლის მასწავლებლად კაკაბეთის სკოლის პედაგოგ ზაქარია გულისაშვილის დანიშვნაზე იმსჯელეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, სახალხო მასწავლებლების მიერ ფოლკლორული ნიმუშების შეკრებასთან დაკავშირებით პეტრე უმიკაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის ინიციატივა განიხილეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ლექციების ჩასატარებლად დარბაზის გამოყოფის საკითხი განიხილეს.

