რეგისტრირებული ფაქტები87441
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 22 აპრილს საზაფხულო თეატრის სცენაზე გამართულ სალიტერატურო საღამოზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა „კაცია-ადამიანი?“, „მგზავრის წერილები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზე“, გრიგოლ ორბელიანის „ონიკოვის დარდებს“ და დიმიტრი ყაზბეგის „მავნე სულებს“.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ ელისაბედ ჭავჭავაძე და ალექსანდრე საგინაშვილი საგურამოში დაპატიჟა, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე და იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძეც ჰყავდა მიწვეული.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წლის 19 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს პალატაში ნაფიც ვექილად დანიშვნის დამადასტურებელი მოწმობა მიიღო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 16 დეკემბერს პეტერბურგში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა გამართეს კავკასიური საღამო, რომლის მესამე განყოფილებაშიც წარმოადგინეს ცოცხალი სურათები ილია ჭავჭავაძის „განდეგილიდან“.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 7 მარტს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირაჯიბმა ოდესის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების სახელით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შემოწირულება გაუგზავნა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან დადო ხელშეკრულება თავისი ნაწერების სრული კრებულის ერთგზის გამოცემის შესახებ.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 22 აპრილს დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავისა და სხვათა მონაწილეობით თბილისის საზაფხულო თეატრის სცენაზე სალიტერატურო-მუსიკალური საღამო გაიმართა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 4 აპრილს ქართული სცენის სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზე“, გრიგოლ ორბელიანის „ონიკოვის დარდებს“ და დიმიტრი ყაზბეგის „მავნე სულებს“.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წლის 16 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს საერთო კრებამ დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა, სასამართლო პალატის ნაფიც ვექილად მიეღოთ.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 4 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს ნაფიც ვექილად დანიშვნა სთხოვა. მას უკვე ჰქონდა მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება.

