რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, მიხეილ ყიფიანს დედანთან შესაბამისობის შესამოწმებლად თარგმნილი სახელმძღვანელოების ხელნაწერები გადასცეს.
1853
ტიპი: ღონისძიება
1853 წლის 25 თებერვალს ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველომ განიხილა თბილისის სამხედრო გუბერნატორ ივანე ანდრონიკაშვილის შუამდგომლობა გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ საჭირო საბუთები სრულად არ იყო წარმოდგენილი, უარი თქვა თხოვნის შესრულებაზე.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ გაზეთ „კავკაზის“ რედაქციისთვის მეჯლისის გამართვის თაობაზე განცხადების განსათავსებლად თანხა გაეგზავნათ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს დიმიტრი სოლსკიმ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში მიიწვია, რათა კავკასიის სამეფისნაცვლოში დეპუტატების დანიშვნასთან დაკავშირებით მისი აზრი მოესმინა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭვავაძემ პეტერბურგში კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად გამართულ სხდომაზე უმაღლესი კომისიის წევრებს მიმართა, რომ კავკასიის ერებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ დეპუტატების არჩევის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ახალ შეურაცხყოფას აღარ მოითმენდა და სისხლისღვრა დაიწყებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ უმაღლესი კომისიის სხდომაზე მიწვეულმა გიორგი ჟურულმა სიტყვით გამოსვლისას ქართველი გლეხების გაჭირვებაზე ისაუბრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ უმაღლესი კომისიის სხდომაზე მიწვეულმა გიორგი ჟურულმა რუსეთის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ვიტტეს მიმართა, რომ ხელისუფლება საქართველოში მიწის ნაკვეთებს უსამართლოდ უნაწილებდა რუსეთის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ქართველი გლეხები კი იმ დროს მიწის სიმცირის გამო უკიდურეს გაჭირვებაში იყვნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ უმაღლესი კომისიის სხდომაზე ილია ჭავჭავაძეს სიტყვით გამოვიდა. მას საუბარი დიმიტრი სოლსკიმ გააწყვეტინა, რადგან ჭავჭავაძის ოპოზიციური ტონი არ მოეწონა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად შექმნილი უმაღლესი კომისიის წევრებს სურდათ, რომ საქართველოს ისეთ ქალაქებში, სადაც რევოლუციის მწვავე კერა იყო, დეპუტატად ქართველი კანდიდატი არ გასულიყო. ამ ფაქტის შესახებ გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა საქალაქო საბჭოს ხმოსნობის კანდიდატთა სია, მათ შორის დასახელებული იყო ილია ჭავჭავაძე.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 9 მარტს რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

