საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ივნისის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის წერილის „რატომ და რისთვის“ პასუხად „Тифлисский Вестник“-მა დაბეჭდა სტატია „ცხარე პასუხი თბილისის სამიწათმოქმედო ბანკის მმართველობას“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „პირველი ნაბიჯი ჩვენი ბანკირებისა“, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძისა და ბესარიონ ღოღობერიძის მიერ მოწვეულ ყრილობას. ყრილობის განხილვის საგანი იყო არსებული ჟურნალ-გაზეთები და ახალი გაზეთის დაარსების საჭიროება.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 23 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ გაზეთი „კავკაზი“ მათგან გადაბეჭდილ სტატიებს ამახინჯებდა. განცხადებას ბრალდების მტკიცებულებად ახლდა ილია ჭავჭავაძის წერილი ნიკო ნიკოლაძის შესახებ.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წლის მაისში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაცია „პრიკაზის“ ვალების სათავადაზნაურო ბანკში გადასატანად მთავრობაში წარსადგენი განაცხადი უნდა შეედგინა. ილია ჭავჭავაძე ამ კომისიის წევრად აირჩიეს.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 7 ივნისს დავით ჩუბინაშვილის გარდაცვალების გამო ილია ჭავჭავაძემ ეკატერინე ჩუბინაშვილისას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ივნისის ბოლოს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმეების მოსაგვარებლად და სამკურნალოდ მეუღლესთან ერთად მოსკოვსა და პეტერბურგში გაემგზავრა. მას დიაბეტის ფონზე ღვიძლი აწუხებდა, ოლღა გურამიშვილს კი სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 29 დეკემბერს გაზეთი „დროებაში“ არტურ ლაისტის წერილის „ქართული ახალი ლიტერატურის თაობაზედ“ თარგმანი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 10 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილთან და ალექსანდრე სარაჯიშვილთან ერთად „ვისრამიანის“ რამდენიმე ხელნაწერის რედაქტირება დაამთავრა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გიორგი ლეონიძემ სტალინური პრემია მიიღო სცენარ „ჯურღაის ფარის” დაწერისთვის.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-იან წლებში დავით მელიქიშვილი რუსეთში, ნეჟნიგოროდის დრაგუნთა პოლკში მოხალისე ჯარისკაცად ჩაეწერა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით მელიქიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ბიძის, ლევან მელიქიშვილის მსგავსად, სამხედრო კარიერის შექმნა გადაწყვიტა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ გიორგი შერვაშიძეს არც აფხაზისთვის დამახასიათებელი თვისებები შემორჩენოდა და არც ქართველისა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გიორგი ჟურული მოგონებებში წერდა, რომ გიორგი შერვაშიძე თბილისის ყოფილი გუბერნატორი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ თბილისის ყოფილი გუბერნატორის გიორგი შერვაშიძის თქმით, დავით მელიქიშვილი საქართველოს გაათავისუფლებდა ისე, რომ რუსეთის არც ერთ კანონს არ დაარღვევდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 18-21 იანვარს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის ოთხივე სექციის შეხვედრას დაესწრო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 18 იანვარს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ვასილ მაჩაბლის ოჯახში დაბინავდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში სამიწათმოქმედო-საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ რუსეთის სამიწათმოქმედო-საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა V ყრილობაზე მიიწვიეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 7 იანვარს პეტრე უმიკაშვილს „ვისრამიანის“ კორექტირებასა და ბეჭდვაზე გაწეული ზედამხედველობისთვის 160 მანეთი გადასცეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის იანვარში პეტრე უმიკაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ დაწერეს სტატია „ვისრამიანის დაბეჭდვის გამო“.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძემ, ილია ოქრომჭედლიშვილს წერილი გაუგზავნა მოსკოვში და სთხოვა ეცნობებინა, მისაღები იყო თუ არა ქართული თეატრალური დასისთვის მის მიერ გაგზავნილი თანხის განაწილების სქემა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილისგან წერილი და ქართული თეატრალური დასისთვის 1700 მანეთი მიიღო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილსა და ალექსანდრე სარაჯიშვილთან ერთად „ვისრამიანის“ საბოლოო რედაქციასა და მის ლექსიკონზე მუშაობა განაგრძო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძე ნიკო ხიზანიშვილსა და ელისაბედ ჩერქეზიშვილს ესტუმრა და მათი ახალშობილი მოინახულა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ ნიკოლაი დარსკის აცნობა, რომ თონეთის სკოლაში სწავლა თავდაპირველად ქართულ ენაზე დაიწყებოდა, რუსული კი წლის მეორე ნახევრიდან დაემატებოდა.