რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ზუბალაშვილს მუზეუმის ასაგებად საზოგადოებისთვის ადგილის შეწირვა სთხოვეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხაზინადრად დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი აირჩიეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში რუსმა პოეტმა მარია დავიდოვამ ილია ჭავჭავაძეს მადლობა გადაუხადა კრებულის მიწოდებისთვის და გამოუგზავნა ლექსები და საკუთარი ნაშრომი მოცარტის შესახებ.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-1886 წლებში ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე იყო.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის ნახევარკუნძულის მებრძოლთა სასარგებლოდ თბილისის კლუბში გამართულ საქველმოქმედო ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 14 მაისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა მოხსენება თავისი მმართველობის შესახებ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 27 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა დროებით შეწყდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921-1945 წლებში ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ემიგრაციაში საქართველოს სამუზეუმო განძს იცავდა.
1853
ტიპი: ღონისძიება
1853 წლის 19 თებერვალს თბილისის სამხედრო გუბერნატორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ივანე ანდრონიკაშვილმა გრიგოლ ჭავჭავაძის შვილებს, ილიასა და თეიმურაზს სახელმწიფოს ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროს ვასილ ბებუთაშვილთან უშუამდგომლა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტს განცხადებით მიმართა, რომ გაზეთ „ივერიის“ რედაქტორად 1891 წლის 28 დეკემბრიდან დროებით გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე დაენიშნათ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, ალექსანდრე სარაჯიშვილის მიერ გამოსაცემად წარმოდგენილი თურქულიდან თარგმნილი თხზულება „ძმა-მამალი“ სარეცენზიოდ გიორგი იოსელიანის, ალექსი ჭიჭინაძისა და იაკობ გოგებაშვილისთვის გადაეცათ.

