საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების 1915 წლის შემოსავალი 1374 მანეთსა და 47 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 748 მანეთსა და 47 კაპიკს.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 1 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მდივანი იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე მთავარ გამგეობას ომიანობის გამო ნაბადას სკოლის ზედამხედველისა და გამგეობის 7 წევრის ქალაქიდან გახიზვნას ატყობინებს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლის გამგე და პირველი კლასის მასწავლებელი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 12 ივლისს კავკავიდან დაბრუნებული გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და ილია აქვსენტის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლას ესტუმრნენ. ამ დროისთვის სკოლას ჰქონდა საკუთარი შენობა, ფუნქციონირებდა 4 კლასი 125 მოსწავლით.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის გამგე და პირველი კლასის პედაგოგი იყო. კლასში 51 მოსწავლე სწავლობდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მართა ივანეს ძე ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მეორე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 35 მოსწავლე სწავლობდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს თამარ ასლანის ასული გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მესამე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 23 მოსწავლე სწავლობდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ილია გიორგის ძე გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მეოთხე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 16 მოსწავლე სწავლობდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ილია გიორგის ძე გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს კლემენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გამგეობამ 1915 წლის იანვარიდან ივლისის ჩათვლით 17 სხდომა ჩაატარა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ ვაგზლის რაიონში სამკითხველოს გახსნა გადაწყვიტა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 თებერვალს გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძემ და რაჟდენ დიმიტრის ძე მიქაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მთავარ გამგეობას 105 მანეთისა და 50 კაპიკის პატიება სთხოვეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 5 თებერვალს ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების მდივანი გახდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 5 თებერვალს სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1915 წლის სამოქმედო გეგმა კლდეში (ახალციხის მაზრა), ქობულეთში, სამეგრელოსა და ქართლში ახალი სკოლების აშენებას ითვალისწინებდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1915 წლის სამოქმედო გეგმა პედაგოგებისათვის ხელფასის გაზრდას – ჯამაგირის მაქსიმუმ-მინიმუმი ზღვრისა და საპენსიო ფონდის დაწესებას ითვალისწინებდა. ოქმს ხელს გრიგოლ იესეს ძე ბურწულაძე აწერდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს პეტრე როსტომის ძე სურგულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას სწერდა, რომ ის  გამგეობის დაუკითხავად ვერ შესძლებდა ოლღა ჭაჭავაძის მოვლას.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის თებერვალში სარიყამიშის მხარეში დაჭრილების მოვლის დროს ვარლამ გელოვანს სახადი შეეყარა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვალს მარიამ ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხარკოვის დედათა უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო კურსებზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ორბელიანის მოგონება „აკაკი ახალგაზრდობაში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა თედო რაზიკაშვილის ლექსი „აკაკის“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 8 თებერვალს აკაკი წერეთელი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ნახუცრიშვილის წერილი „ძვირფას აკაკის ხსოვნას“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „აკაკის“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ კიაზოშვილის წერილი „არ მომკვდარა, არა!“.