რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ თბილისში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვთან საუბრის შემდეგ იგი მიხვდა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან საუბარი უშედეგო იყო, ომი და სისხლისღვრა კი — გარდაუვალი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულ გიორგი ჟურულს სთხოვა, რომ მისთვის წერილობით წარედგინა მოხსენება ქართველი გლეხებისთვის მიწის სიმცირის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძე და გიორგი ჟურული პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა შეხვედრაზე მიიწვია.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გაგზავნილმა კავკასიელთა დელეგაციამ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის მიერ შედგენილი პროექტი დაიცვა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 21 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ არწრუნის თეატრში სათაურით „გლახა ჭრიაშვილი“ ილია ჭავჭავაძის „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენებს“ წარმოადგენდნენ, დივერტისმენტად კი – „განდეგილს“.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მეუღლეს წერილობით შეატყობინა, რომ საქმეების დასრულების შემდეგ, პირველ მარტს მოსკოვში გაემგზავრებოდა და ილია ოქრომჭედლიშვილთან 2 დღით დარჩებოდა.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის თებერვალში ილია ოქრომჭედლიშვილმა მოსკოვიდან ილია ჭავჭავაძეს წერილი გაუგზავა და შეატყობინა, რომ მოუთმენლად ელოდა „ვისრამიანის“ დაბეჭდვას.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 9 მარტს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა „ივერიის“ რედაქციას ილია ჭავჭავაძის თბილისში დაბრუნებამდე ჟურნალის მეორე ნომრის შეჩერების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს დავით მელიქიშვილი პირადად ეწვია და რუსეთის ხელისუფლებასთან მუქარის ტონით საუბრის გამო საყვედური გამოუცხადა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 6 თებერვალს რუსეთის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მე-5 ყრილობის მასალებში ილია ჭავჭავაძის სიტყვა დაიბეჭდა.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს დისწულის, მაკო აფხაზის გათხოვება შეატყობინა.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს დავით ერისთავმა წერილობით ბანკის მიერ აბანოს უბნის დაგირავება ურჩია, რათა ისიც სომეხ ვაჭრებს არ ჩაეგდოთ ხელში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 თებერვალს სვეტიცხოვლის ტაძარში ილია ჭავჭავაძე დაესწრო მეფე ერეკლე მეორის მოსახსენიებელ წირვასა და პანაშვიდს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო მეფე ერეკლე მეორის მოსახსენიებელ წირვასა და პანაშვიდს სიონის საკათედრო ტაძარში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის პანაშვიდს და გვირგვინით შეამკო მისი ცხედარი.

