რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის თეატრში წარმოადგინეს „კრეჩინსკის ქორწინება“ იუზა ზარდალიშვილისა და ანა შოთიძის მონაწილეობით.
1915
ტიპი: გარდაცვალება
სახადით დაავადებული ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი 1915 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა. ის შუამთის მონასტერში დაკრძალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის თეატრში ანა შოთაძის, იუზა ზარდალიშვილის, დ. ძნელაძის, დ. სხალაძის და სხვ. მონაწილეობით ვოდევილი „ვაი ყობოს“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ალაგირის ქართული სკოლის დარბაზში დაჭრილ მეომართა დასახმარებლად სამსონ სოლომონის ძე მეტრეველის, ნ. ლობჟანიძის, ალ. ხიდაშელისა და სხვ. მონაწილეობით ქართულ ენაზე წარმოადგინეს „მოულოდნელი შემთხვევა“, რუსულ ენაზე – „ორი მშიერი“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის დრამატულმა წრემ ნიკო გოცირიძის მონაწილეობით სამმოქმედებიანი კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 თებერვალს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებლის მართა ჩიხლაძის გაკვეთილს დაესწრო და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 თებერვალს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებლის, ილია გოგიას გაკვეთილს დაესწრო და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 თებერვალს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებლის, მეთოდე კაკაბაძის გაკვეთილს დაესწრო და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ტუაფსეს განყოფილებას სწერს, რომ ეგზავნებათ საზოგადოების ორი წესდება. ასევე იუწყება, რომ საზოგადოებამ მათგან გამოგზავნილი 1914 წლის შემოსავლის 20% (ათი მანეთი) მიიღო. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 თებერვალს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 1914 წლის ანგარიშში შეცდომა იყო, ერთ წევრი, თომა ბოკუჩავა, სიაში არ იყო შეყვანილი. ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის მარტში კონსტანტინე აფხაზი ბრიგადით გაემართა დასავლეთ ფრონტზე, სადაც დაჰყო იმავე წლის დეკემბრამდე, როცა ყოფილმა ნამესტნიკმა ნიკოლოზმა თბილისში გამოიწვია წინამძღოლის თანამდებობის ადგილობრივ აღსასრულებლად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წელს საწევრო გადასახდი არ შემოუტანია ორ წევრს, ხოლო 1914 წელს – ორმოცდათექვსმეტს. სულ წევრთა დავალიანება შეადგენდა 174 მანეთს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს დეპეშების შესაძენად დაიხარჯა 4 მანეთი 50 კაპიკი, მოსაწვევების შესაძენად − 1 მანეთი 70 კაპიკი, ანგარიშის დაბეჭდვა 9 მანეთი დაჯდა, ღერბიანი მარკები − 4 მანეთი 50 კაპიკი, გაზეთების გამოწერა − 26 მანეთი 25 კაპიკი, სოფლის სამკითხველოებისათვის წიგნების დაბეჭდვა − 5 მანეთი, ფოსტის ხარჯებმა 4 მანეთი 37 კაპიკი შეადგინა, საკანცელარიო ხარჯებმა − 37 მანეთი, წვრილმანმა ხარჯებმა − 4 მანეთი. სულ 1915 წელს განყოფილებამ დახარჯა 65 მანეთი და 22 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი ბაგრატ უგულავა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის დამდეგს განყოფილებას ჰქონდა 583 მანეთი. წლის განმავლობაში, 1913 წლიდან დარჩენილი საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 45 მანეთი, 1914 წლის საწევროს სახით − 275 მანეთი, 1914 წელს დაგროვებული თანხის პროცენტის სახით − 59 მანეთი, სეირნობიდან − 709 მანეთი და 50 კაპიკი. სულ 1914 წელს განყოფილების სალაროში შევიდა 1688 მანეთი და 82 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი ბაგრატ უგულავა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1915 წლის განმავლობაში გამგეობას განზრახული ჰქონდა განყოფილებაში წევრთა შემომატება, წარმოდგენების, სეირნობის და სხვა ღონისძიებების გამართვა და ამით განყოფილების შემოსავლის გაზრდა, წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნა ყულიშკარში, ცაიშში და სხვა ადგილებში და უპირველეს ყოვლისა სკოლის შენობისთვის საჭირო ტერიტორიის შესაძენად თანხების მოძიება. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1914 წელს გამგეობას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი წიგნსაცავ-სამკითხველოებისთვის ნივთიერი დახმარება არ აღმოუჩენია. დამზადებულა მხოლოდ საქმის წარმოებისთვის საჭირო წიგნები და საკვიტანციო წიგნაკები, რომლებიც სამკითხველოებს დაეგზავნა. წლის ბოლოს კი გამგეობას დაბა ხობის, სოფელ დარჩელისა და სოფელ წალენჯიხის სამკითხველოებისთვის გამოუწერია 1915 წლის ქართული ჟურნალ-გაზეთები, რაზეც მას 26 მანეთი და 25 კაპიკი დაეხარჯა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იყო განყოფილების 1915 წლის სავარაუდო შემოსავალი, ხარჯთაღრიცხვა და სარევიზიო კომისიის 1915 წლის 18 თებერვლის მოხსენება.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის 27 დეკემბერს განყოფილების გამგებას დაუდგენია 1915 წლის 7 იანვრიდან დაბა ზუგდიდში სკოლის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1915 წლის ანგარიშისა და კრებისთვის მოსაწვევი ბარათების დაბეჭვდა 20 მანეთი დაჯდებოდა, კანცელარიისთვის კარადის შეძენა − 15 მანეთი, დეპეშები − 10 მანეთი, ღერბის მარკები − 10 მანეთი, სკოლის შენახვა − 500 მანეთი, სამკითხველოსათვის ნივთიერი დახმარება − 100 მანეთი, მოულოდნელი ხარჯებისთვის უნდა გადაედოთ 45 მანეთი. სულ, 1915 წელს სავარაუდოდ საჭირო იყო 700 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1914 წლის დასაწყისში ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია სამსახურის გამო სხვა ქალაქში გადაიყვანეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1914 წლის დასაწყისში ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გამგეობის მდივნად ნიკო ბუკიას მაგივრად აირჩია ბაგრატ უგულავა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აგვისტოს პირველ რიცხვებში ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრი ანდრია პატარაია ხობში გაიწვიეს.

