რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 მარტს დომინიკა ერისთავი-მდივნის თავმჯდომარეობით ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების კრება გაიმართა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ეცნობებინათ წიგნის მაღაზიაში ჰქონდათ თუ არა აკაკის ბროშურები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა დაებეჭდათ. თუ მოეპოვებოდათ ეცნობებინათ რამდენ პროცენტად მისცემდნენ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მიიღეს ორი ცალი წესდება და ათი მანეთის მიღების ბარათი. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წელიწად-ნახევრის წინ ტუაფსეში უფასო წიგნსაცავ-სამკითხველო გაიხსნა. თუმცა სამკითხველოს გახსნის შესახებ ცალკე წერილობითი ნებართვა არ ჰქონდათ და საზოგადოებას სთხოვდნენ დაწვრილებით ცნობებს, რათა მთავრობასთან პრობლემები არ შექმნოდათ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 მარტს სვიმონ კვიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური გადასახადის 20 პროცენტიდან 1 000 მანეთი საზოგადოების სკოლის მშენებლობას მოახმარა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 მარტს სვიმონ კვიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ბაქოს განყოფილებას საზოგადოების სკოლის მშენებლობას 7 000 მანეთზე მეტი სჭირდებოდა. განყოფილებას კი საჭირო თანხა არ ჰქონდა.

