რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს საქველმოქმედო საზოგადოებამ შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე ხევსურეთში თავის რწმუნებულად დანიშნა.
1915
ტიპი: ნასამართლეობა
1915 წელს გაბო იმერლიშვილი, რომელმაც ნიკოლოზ დიასამიძის მკვლელობისთვის კატორღაში 18 წელი გაატარა, შინ დაბრუნდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ჟენევაში საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის შემწეობითა და გერმანელთა დახმარებით ლეო კერესელიძემ შექმნა კომიტეტი, რომელიც ოსმალეთის ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 იანვარს გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მღვდელი იაკინთე იოსების ძე გორგაძე, მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი, ალექსი ნიკოლოზის ძე ხმალაძე, რაჟდენ გვერდწითელი, გიგო ერმალოზის ძე აბრამიშვილი, ილარიონ ლევანის ძე დალაქიშვილი, ყარამან კობახიძე და კირილე გლახოს ძე პაქსაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 იანვარს ქუთაისის საავადმყოფოში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის გაიმართა საღამო პავლე ფრანგიშვილის მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 იანვარს სურამის კლუბში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს „პატარა კახი“ გრ. სულიაშვილის, გივი ვლ. ღოღობერიძის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 იანვარს ბაქოში წარმოადგინეს ვ. გოგოლის „რევიზორი“, რომელშიც შალვა დადიანმა ითამაშა გოროდნიჩი, ქარქაშაძემ – ხლოპოვი, ახობაძემ – მსახური ოსიპი, გ. პავლიაშვილმა – ბობჩინსკი, ა. ჭუმბურიძემ შეასრულა დობოჩინსკის, ა. პავლიაშვილმა კი – შპეკინის როლი, ქეთო ელეფთერის ასული ანდრონიკაშვილმა ითამაშა ანა ანდრეევნა და ა.შ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 იანვარს ახალ კლუბში გამართული სალიტერატურო დილის შემდეგ გრიგოლ რობაქიძის, გერონტი ქიქოძის, სერგო გორგაძის, იოსებ გედევანიშვილის, სამსონ დადიანის, ალექსანდრე წუწუნავას, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილის, დავით კასრაძის, ნიკოლოზ კურდღელაშვილისა და სხვ. მონაწილეობით საჯარო კამათი გაიმართა.

