საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ ორი წელი გავიდა მას მერე, რაც გამგეობამ თავად-აზნაურთა წინაშე იშუამდგომლა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად და იქ სკოლის გასახსნელად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემის თაობაზე. ამ პერიოდში მამულის მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გამხდარიყო. ის დაუყოვნებლივ საჭიროებდა შეკეთებასა და პატრონობას. გამგეობის აზრით, უპატრონოდ მიგდება ადგილ-მამულისა, სადაც უკვდავი ილია აღიზარდა, ეროვნული სირცხვილის ტოლფასი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადზანაურობას საზოგადო კრებაზე განუხილავს თელავის განყოფილებისთვის ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად და იქ სკოლის გასახსნელად 5600 მანეთის გადაცემის საკითხი. რადგან დეპუტატთა საკრებულოს ფული უკვე განაწილებული ჰქონია, საზოგადო კრებამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თელავის განყოფილებას უნდა ესესხა 2000 მანეთი, რომელსაც შემდგომ თავადაზნაურობა დააბრუნებდა. დანარჩენ 3600 მანეთს თავადაზნაურობა 1915 წლის განმავლობაში მისცემდა თელაველებს. ომის დაწყებისა და ყველაფრის გაძვირების გამო თელავის განყოფილებამ ვერ ისარგებლა ორიათასმანეთიანი სესხით და მიზანშეწონილად ჩათვალა უკეთეს დრომდე მოცდა, თუმც მისი აზრით, ყოვლად დაუშვებელი იყო მამულის იმ მდგომარეობაში დატოვება. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ 1913 წლის 10 აპრილს გამგეობამ წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების დადგენილების საფუძველზე აღძრა შუამდგომლობა თავადაზნაურობის წინაშე. შუამდგომლობა ეხებოდა თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემას ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად და მამულში ილია სახელობის სკოლის გასახსნელად. სკოლის შენახვას განყოფილება თავის თავზე იღებდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ თელავის სკოლა, სადაც უსასყიდლოდ სწავლობდნენ ღარიბ-ღატაკთა შვილები, განყოფილებას 300 მანეთი უჯდებოდა. განყოფილებას უხდებოდა თელავის მაზრაში დაარსებული ხუთი სამკითხველოს შენახვაც. ამ პირობებში ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსავლელად სახსარი აღარ მოიპოვებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის დატოვება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის განყოფილებამ ჩაიბარა, ყოვლად შეუძლებელი იყო. შემოუღობავი ეზო გატიალებული ყოფილა, შარაგზად გაუხდია სოფელს, ხან ერთი მეზობელი ლამობდა ეზოს ნაწილის მითვისებას, ხან − მეორე. სამოთახიანი სახლი ისე დაძველებულა, რომ შეკეთებად არ ღირდა. გამგეობამ 200 მანეთი დახარჯა წისქვილის ნაგებობის დროებით გამაგრებაზე, მაგრამ იმ დროისთვის მას ისევ სჭირდებოდა შეკეთება. რუსხმულიც არ ვარგოდა, იქიდან გადმოსული წყალი ეზოს ტბორავდა. კოშკი, სადაც ილია დაბადებულა, თითქოს არ ეპუებოდა ჟამთა სვლასა და სტიქიებს, თუმცა დროთა ვითარებას მასზეც მოუხდენია გავლენა: სახურავი დაძველდა, აივანი და კიბე დალპა და სასიარულოდ საშიში შეიქნა. ერთი სიტყვით, მამული საფუძვლიან შეკეთებას საჭიროებდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების (თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ვახვახიშვილი, მდივანი – ივანე პაატაშვილი) გამგეობამ შეატყობინა, რომ მას შეუძლებლად მიაჩნდა დაეკმაყოფილებინა ყვარლის რწმუნებულთა თხოვნა − დაეთმოთ სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლი საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად, კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. თელავის განყოფილება იქ აპირებდა სკოლის, სამკითხველოსა და სხვა კულტურული დაწესებულებების განთავსებას. კანცელარიისთვის კი ადგილი აღარ რჩებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში სახალხო სახლის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ილია გაბრიელის ძე ჩუბინაშვილისთვის ხის ფეხის გასაკეთებლად ფული შეეგროვებინათ.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის აპრილში გარდაიცვალა ბალაჯრის სცენისმოყვარე ვლადიმერ დარახველიძე. მსახიობი მეგობრების შეგროვილი ფულით დაკრძალეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ქუთაისის მსახიობთა ამხანაგობამ დასში მიიწვია ოლიმპიადა ღოღობერიძე, ივანე ბარველი და ვასილ არაბიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ვალერიან გუნიამ საკუთარი დასი შეკრიბა და თბილისსა და პროვინციებში იაფფასიან წარმოდგენებს მართავდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის აპრილში მსახიობ კირილე მაჭარაძეს ოფიცრის წოდება მიანიჭეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში იაკობ შევარდნაძემ აკაკი წერეთლის სახელობის სამეურნეო სკოლის ფონდს სხვიტორში მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის აპრილში პეტროგრადში დ. ჭიაბერაშვილმა რუსულ ენაზე გამოსცა „აკაკის სამახსოვრო კრებული“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში გაზეთ „თეატრი და ცხოვრების“ გამოწერა მსურველებს ქუთაისში თ. მთვარელიშვილის წიგნის მაღაზიაში შეეძლოთ.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის აპრილში ჟურნალ „სუსხის“ რედაქტორი მიხეილ ლელაშვილი მიხეილის საავადმყოფოში მკურნალობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ვანო ნანიშვილმა მოსკოვში, თეატრ „მაქსიმში“, ლეკური იცეკვა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის აპრილში ჭოლა ლომთათიძეს საქართველოში დაბრუნების უფლება მისცეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის აპრილში ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის აპრილში კონსტანტინე ფოცხვერაშვილი ბაქოში იმყოფებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 1-ელ აპრილს დუშეთის სცენისმოყვარეთა წრემ წარმოადგინა „ხანუმა“ ვარ. სიდამონიძის, ს. ბერიშვილის, ნ. კანდელაკის, ვ. მეტრეველის, ს. ნამორაძის, დ. კობიაშვილის, მიხეილ ოსიტაშვილისა და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში მსახიობი ნინო ჩხეიძე და რეჟისორი მიხეილ ქორელი ხაშურში იყვნენ გასტროლებზე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის აპრილში მიხეილ ჭავჭავაძე ახალი კლუბის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის აპრილში ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი და ა. გ. სარაჯიშვილი „ახალი კლუბის“ სამუსიკო-სამხატვრო განყოფილებათა ხელმძღვანელებად აირჩიეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის აპრილში ა. გ. სარაჯიშვილი ახალი კლუბის ხაზინადრად აირჩიეს.

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წლის აპრილში ვასილ იოსების ძე ჯაფარაშვილმა საკუთარი სახლი ხაშურში თავისი ხარჯით გადააკეთა და ხაშურის დრამატულ წრეს დაუთმო.