რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „გავსწორდეთ ბედო“ ვასილ ველიჩკოსეული თარგმანი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ივნისში გამოვიდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის მეორე ტომი, რომელშიც იყო მოთხრობები: „მგზავრის წერილები“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს ვალერიან გუნიას თხოვნა კალენდრის დასაბეჭდი კლიშეების გამოსაწერი თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ოზურგეთსა და სენაკში გახსნილი მაღაზიებისთვის წიგნების ნისიად მიცემა გადაწყვიტეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართული დრამატული საზოგადოების საწევრო შეიტანა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „კუნწულა ანუ მოთხრობანი მოზრდილ ყრმათათვის“ მაღაზიისთვის შეეძინათ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ და დიმიტრი ყიფიანმა დიმიტრი ყაზბეგს შესთავაზეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გამხდარიყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლაში თანამშრომლის ქოლერით დაავადების შემთხვევის გამო სწავლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს და მდგომარეობის დაწვრილებით შესწავლა გრიგოლ ვოლსკის დაავალეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთზე გატარების საკითხი განიხილეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 ივნისს დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ და ბესარიონ ღოღობერიძემ კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის დასამტკიცებლად წარუდგინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი, რომელსაც 123 ადამიანი აწერდა ხელს.

