რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 16 აპრილის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, სოფ. ხორშში ქურდობის მოსასპობად ხევისთავები ჰყავდათ დანიშნული. ხევისთავების მეთვალყურე და უფროსი იყო ამავე სოფლის მცხოვრები მიხეილ ლევანის ძე ჩიჩუა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის" ცნობით, ნიკოლოზ ავალიშვილი ქართული თეატრის რეჟისორი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ივლისის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძემ ერთ-ერთმა პირველმა შეიტანა შეწირულობა ქოლერისაგან დაზარალებულთა სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს კავკავის სკოლის ანგარიშისა და დიღმის სკოლისთვის გაკვეთილების განრიგის შედგენის შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანოვის წიგნის „ცა და ქვეყანა“ დაბეჭდვის საკითხი დადებითად გადაწყდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ოქტომბერში წალკიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოსულმა დეპუტაციამ ილია ჭავჭავაძეს მადლობა გადაუხადა ქოლერის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისათვის.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 20 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანასტასია თუმანიშვილს გაყიდული წიგნების საკომისიო გადასცეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სოფ. ქაქუთში გახსნილი სამრევლო სკოლისთვის სასკოლო წიგნების მიწოდება გადაწყდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 15 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში შეგროვებული 1000 მანეთი ქოლერით დაზარალებული გლეხების ფონდს გადასცა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 20 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხელთუბნის სკოლის კურსდამთავრებულების წიგნებით დასაჩუქრება გადაწყდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 ნოემბერს ილია ჭავჭავაძესა და მის ნათესავებს შორის ყვარლის მამულების გაყოფის დროს ყვარლის აგარაკის ტყის გამიჯვნის სააღწერო ფურცელი შეადგინეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ თბილისისა და დუშეთის მაზრებში ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ვრცელი ანგარიში წარუდგენა თბილისის გუბერნატორ გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უარყოფითად გადაწყდა ნიკოლოზ ლესკოვისა და ნიკოლოზ ჟივოტოვსკის წიგნების „მშვენიერი აზა“ და „სითბო და ჰაერი“ დაბეჭდვის საკითხი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა თონეთის სკოლისთვის წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის გაგზავნის საკითხი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მაქსიმე შარაძეს გიორგი წერეთლის „რუხი მგელის“, მოწმობების, ოფიციალური ბლანკების, მოსაწვევი ბარათებისა და ქვითრების დასაბეჭდად თანხა გამოუყეს.

