რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 1-ელ ნოემბერს სათავადაზნაურო ბანკის მმართველობამ ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაახდევინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს ლავრენტი ბროსეს მიერ საზოგადოებისათვის მამის ნაწერებისა და ბროშურების შეწირვის საკითხზე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ რედაქციის საშუალებით თანხა გაუგზავნა თედო ჟორდანიას წიგნის „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“ ორი ტომის შესაძენად.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს ნიკოლოზ ხიზანიშვილის თხოვნა ძველი ხელნაწერების შინ წაღების ნებართვის თაობაზე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ივანე კერესელიძის დაკრძალვას დაესწრო და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და „ივერიის“ რედაქციის სახელით მიცვალებულის ცხედარი გვირგვინებით შეამკო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა დასასრული ილია ჭავჭავაძის წერილისა „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 3 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სასწავლებლის დირექტორმა სერგეი სტრელეცკიმ ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ რუისის სკოლის მეურვესთან შეთანხმებით სკოლის მასწავლებლად ნიკოლოზ ტატიშვილი დაინიშნა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს სერგეი ნიკოლოზის ძე სტრელეცკი თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი იყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ილია ჭავჭავაძეს ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელმა ლუკა კერესელიძემ სკოლის ანგარიში გაუგზავნა.

