რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 11 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს ნიკოლოზ ცხვედაძის მიერ წარმოდგენილი საჩივარი მცხეთასა და ვაყაში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით შექმნილ წინააღმდეგობებზე და მიიღეს დადგენილება, რომ ეს საჩივარი მცირეოდენი შესწორებით გაეგზავნათ კავკასიაში სწავლა-განათლების მზრუნველ კირილე იანოვსკისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე როდონოვს 88 კაპიკი მისცეს, ნიკოლოზ ავალიშვილს კი — 24 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილს გომარეთში წასასვლელი გზის ფული — 45 მანეთი მისცეს, დურგალს — 22 მანეთი, კავკავის სკოლისთვის წიგნების გასაგზავნად კი საზოგადოებამ 8 მანეთი გამოყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე წიგნების ანგარიშში ზაქარია გრიქუროვს მისცეს 25 მანეთი, ისიდორე ლეჟავას — 3 მანეთი და 56 კაპიკი, გრიგოლ ტატიშვილს კი — 20 მანეთი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეორე ნაწილის მეთერთმეტე პუნქტში ეწერა, რომ პარლამენტში ხალხის წარმომადგენლები უნდა აერჩიათ ფარული კენჭისყრით, ამომრჩეველი არაუმცირეს 21 წლის უნდა ყოფილიყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეორე ნაწილის მეცამეტე პუნქტში ეწერა, რომ პარლამენტის გარდა სხვა უწყებების მიერ გამოცემულ დადგენილებას, ბრძანებას და განკარგულებას არ ექნებოდა კანონიერი ძალა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „ცნობები ქართული დამწერლობის შესახებ“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს სოფელ დირბში იერუსალიმის მონასტრის კუთვნილი მამულების გამგებლის წინადადება იქ სკოლის დაარსების შესახებ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ჟურნალ „ნობათის“ გამომცემელს ანდრია ღულაძეს თანხის სესხებაზე უარი განუცხადეს, რადგან ეს ორგანიზაციის წესდებას ეწინააღმდეგებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ხარკოვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შესწირა სხვადასხვა ავტორის წიგნები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“’ და „მეფე დიმიტრი თავდადებული“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის პირველ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, გაეცნენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლიდან მიღებულ ინფორმაციას, რომ ვერცერთი კანდიდატის მიერ ჩატარებულმა სამაგალითო გაკვეთილმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის პირველ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სკოლების შემოსავლებიდან დარჩენილი თანხები მათსავე ანგარიშზე დაეტოვებინათ.
1894
ტიპი: ავტორობა
1894 წელს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ (მე-8 გამოცემა) გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ჩიტი“, „ლოცვა“, და „ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილზედ“; ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“, „განდეგილი“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „სიტყვა, თქმული სამეურნეო სკოლის გახსნის ჟამს სოფელ წინამძღვრიანთკარში“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის პირველ ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფელ წინამძღვრიანთკარში სხვა ადგილებიდან ჩამოსული მოსწავლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს სოფელ ბურნათში სკოლის გახსნის განზრახვასთან დაკავშირებით.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 27 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 50 ცალი ეგზემპლარი გაეგზავნათ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თონეთის სკოლის მამასახლისს გაეგზავნა თხოვნა სკოლის შენობის დროულად აგების შესახებ და ასევე აცნობეს, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს უნდა დაეწყოთ.

