საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დეკემბერში შრომის სამინისტრო სთხოვს თბილისის ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების გამგეობას, რომ გაუწიოს დახმარება დასაქმების მხრივ, მათ ყოფილ მუშა პარმენ ზოსიმეს ძე ბოკუჩავას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარემ და გზათა მინისტრმა კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარეს აცნობეს, რომ 29 დეკემბრისთვის დანიშნულ კახეთის გზის აქციონერთა სხდომაზე გზათა სამინისტროს მხრიდან მთავრობის წარმომადგენლებად ინჟინერი ი. ო. დადიანი და სამინისტროს კონსულტანტი კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე დანიშნეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 დეკემბერს თბილისში, ელისაბედის ქ. N73-ში, გამგეობის შენობაში, გაიმართა კახეთის რკინიგზის აქციონერთა შეხვედრა. გამგეობას წარმოადგენდნენ: თავმჯდომარე ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი, დირექტორები: დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაევი, ინჟინერი გ. ვ. სარაჯიევი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 29 დეკემბერს თბილისში გამართული კახეთის რკინიგზის აქციონერთა შეხვედრა დღის 12 სთ-ზე გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ ცნობით, რომ გარდაიცვალა გამგეობის წევრი, ინჟინერი რაფიელ ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 მარტს ქ. ქუთაისში ქალთა საზოგადო კრებაზე კატო მიქელაძემ ქართველ ქალებს მიმართა სიტყვით ქალთა ზოგადი ჩაგრული მდგომარეობის შესახებ და მოუწოდა მათ ქალთა ემანსიპაციის, განსაკუთრებით კი ხმის უფლებისა და „საერო საქმეში ჩარევის“ მოთხოვნისაკენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 აპრილს, კვირას, საღამოს 7 საათზე კავკასიის კომისარიატის წევრმა აკაკი ჩხენკელმა კრებაზე მოიწვია სოციალ-ფედერალისტები და ნაციონალ-დემოკრატები სათავადაზნაურო ბანკის შენობაში. კრებაზე მან აღნიშნა უხერხულობა ერთსა და იმავე ქალაქში ორი მუშათა საბჭოს არსებობაზე და ს.-ფ. პარტიის წარმომადგენლებს ურჩია დამორჩილება დემოკრატებისადმი, როგორც უფრო ძლიერი პარტიისადმი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 მარტს თავრიდის სასახლეში (პეტერბურგი) ჯარისკაცთა დეპუტატების წევრი, პროვოკატორი ზორინი, ხოლო როსტოვში - სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი აფანასევი დააპატიმრეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 აპრილს ქალთა ყრილობაზე წამოაყენეს საკითხი ქალთა ორგანიზაციების შეერთებისა პარტიული და ეკონომიური განსხვავებების მიუხედავად საერთო უუფლებობის ნიადაგზე. ჩერნიაკი გამოვიდა სიტყვით, რომ ვინც კლასობრივი თვალსაზრისით უყურებდა მოვლენებს, დარბაზი დაეტოვებინა, რადგან პროლეტარ ქალს საერთო არ უნდა ჰქონოდა ბურჟუა ქალებთან. მას გაჰყვნენ მცირე რაოდენობით ქალები. ამის შემდეგ გამოვიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი აქსელროდი და ჩერნიაკის საქციელს სექტანტობა უწოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ამერიკის კონგრესის წევრმა, სოციალისტმა მეიერმა სახელმწიფო სათათბიროს წევრ კარლო ჩხეიძეს ტელეგრამით მოსთხოვა ავტორიტეტული უარყოფა იმ ხმებისა, თითქოს რუსი სოციალისტები ხელს უწყობდნენ სეპარატიული ზავის შეკვრას გერმანიასთან, რაც შესრულდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 30 სექტემბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „ეხოდერ ვოხეს“ ორი ნომერი და ანდრეი ვლასოვის შესახებ მის მიერ დაწერილი სტატია მიიღო. გაიოზ მაღლაკელიძეს ამერიკულ პრესასთან ჰქონდა კავშირი.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 30 სექტემბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ენრიკო ინსაბატო ცდილობდა, მის მიერ ანდრეი ვლასოვის შესახებ გაგზავნილი სტატია იტალიურ პრესაში გამოექვეყნებინა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 30 სექტემბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ენრიკო ინსაბატო მას ჰონორარის სანაცვლოდ აღმოსავლეთის აქტუალურ საკითხებზე წერილებს გაუგზავნიდა.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949 წლის სექტემბერში გაიოზ მაღლაკელიძე გერმანიაში არსებულ ქართულ კოლონიაში მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 30 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, კორძაიასთვის გადაეცა, რომ ლიპარში მყოფი ქართველების წინააღმდეგ ბოლშევიკებმა სასამართლოში ბრალდებები არ წამოაყენეს, ამიტომ მათი გათავისუფლება გადაწყდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში შრომის სამინისტრომ თბილისის ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების გამგეობას მათი ყოფილი მუშის, ალექსანდრე პლატონის ძე ძაბილონის დასაქმება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 დეკემბერს ხაზინის ჩინოვნიკი ივანე ვასილის ძე კუცურუბოვი 18-წლიანი სამხსახურის შემდეგ სახელმწიფო ენის უცოდინარობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს და 34 რუბლი გადაუხადეს, რის შემდეგაც ის წავიდა ვლადიკავკაზში, სადაც გაირკვა, რომ ავად იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში ანა დიმიტრის ასული კუცურუბოვა, ხაზინის ყოფილი ჩინოვნიკის ივანე ვასილის ძე კუცურუბოვი მეუღლე მიმართავს დასახმარებლად შრომის სამინისტროს, რომ ის 7 ბავშვით დარჩა უსახსროდ და ითხოვს, აუნაზღაურდეს მის მეუღლეს სალიკვიდაციო თანხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს მ. ნ. ჟაბინა, ამიერკავკასიის რკინიგზის საექიმო-სანიტარული განყოფილების საქმისმწარმოებელი, თხოვნით მიმართავს სახელმწიფო რკინიგზის პროფესიულ კავშირს, რომ მას დაუკავდა ორი თვის ანაზღაურება 2400 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 დეკემბერს ბ. გ. ლიპკინს, კავკასიის ოლქის სადაზღვევო ამხანაგობის მთავარ უფლებამოსილ პირს, მიმართავს შრომის სამინისტრო, რომ გამოაგზავნოს სხავადასხვა საბუთები, რომლებიც ეხბათ მათ საქმიანობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 დეკემბერს ი. ა. გოგოლაძეს მიმართავს შრომის სამინისტროს საერთო განყოფილება, რომ მინისტრის ბრძანების თანახმად უნდა გამოცხადდეს სამინისტროში 1918 წლის 7 დეკემბერს, დილის 10 საათზე, პეტრე დიდის ქუჩა N8.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 დეკემბერს ხაშურში მცხოვრებმა რკინიგზის მუშამ, წაბლიძემ შრომის სამინისტროს მისწერა, რომ ჯამაგირის დაგვიანების გამო მუშებში დიდი მღელვარება იყო და დაუოვნებლივ მოითხოვა პასუხი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 დეკემბერს გ. ვ. ვოინკოვს, ბათუმის ოლქის, ართვინის მხარის დაბეგვრის ოფიცერს, შრომის სამინისტროს საერთო განყოფილება სწერს, რომ უნდა დაელოდოს შრომისა და ფინანსთა სამინისტროების გადაწყვეტილებას.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 30 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ესპანეთის ვიზა მიიღო, თუმცა ფრენა გადაიდო, რადგან ირაკლი ბაგრატიონი მიუნხენში მიდიოდა და ოქტომბერში იქნებოდა მადრიდში. აღნიშნული მიზეზით ამერიკელებთან დაგეგმილი მოლაპარაკებაც გადაიდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბერს, 11 საათზე კ. ლ. დერკოვსკაია, შრომის სამინისტროს თანამშრომელი, მიავლინეს ომის სამინისტროში, სადაც განიხილებოდა საკითხი სამხედრო თანამშრომლების საპენსიო ანაზღაურების შესახებ.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 24 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონთან დაგეგმილი შეხვედრა მადრიდის ნაცვლად რომში შედგებოდა.