რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 25 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლისთვის შენობის დაქირავების, სასწავლო საათების რაოდენობისა და სასწავლო პროგრამის დამტკიცების საკითხები განიხილეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია წინარეხის სკოლის მასწავლებლის მიერ მოვალეობის უპასუხისმგებლოდ შესრულების შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 24 ოქტომბრამდე ილია ჭავჭავაძე ლევან ჯანდიერთან, ალექსანდრე ჩოლოყაშვილთან, დავით მიქელაძესთან გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად სტუმრად იყო საღოლაშენში, სარდიონ ამირეჯიბისა და მაკინე ავალიშვილის ოჯახში და ავტოგრაფი დატოვა მათი ცნობილი სუფრის შუაგულში. ამ სუფრას ოჯახის ყველა საპატიო სტუმარი აწერდა ხელს და ამირეჯიბთა ქალიშვილები ფერადი ნართით ქარგავდნენ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძე ქართული დრამატული ამხანაგობის პირველ სხდომაზე ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878-1901 წლებში კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იყო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით თბილისის სკოლის მასწავლებლებს ხელფასი გაეზრდებოდათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძე შეხვდა მასწავლებლებს, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ კირილე იანოვსკის განზრახვით – საქართველოში პირველი კლასიდანვე დაეწყოთ რუსულის სწავლება.
1864
ტიპი: ავტორობა
1864 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებაში. მან დაწერა თბილისის გუბერნიაში მებატონეთა მფლობელობაში არსებულ მიწებზე დასახლებული გლეხების მიწათმოწყობის პროექტთან დაკავშირებული კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ დოკუმენტი ამიერკავკასიის ცენტრალურ საგლეხო კომიტეტში თავისი სახელით წარადგენა ამ საბჭოს წევრმა, იურისტმა ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძემ.
1893
ტიპი: ავტორობა
1893 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვრცელი მოხსენებითი ბარათი წარუდგინა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილე პეტრეს ძე იანოვსკის და სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგის თანამდებობაზე სამსონ გიორგის ძე ყიფიანის დატოვება სთხოვა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დააკმაყოფილა იონა მეუნარგიას თხოვნა საზოგადოების მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება (მდივანი სერგო კაკაბაძე) ქუთაისის ფილიალს 1910 წლის 17 დეკემბრის თხოვნის პასუხად ატყობინებს, რომ მთავარ გამგეობას შესაძლებლად მიაჩნია თავისი გამოცემული საყმაწვილო წიგნები 20%-იანი შეღავათით დაუთმოს ფილიალს სახალხო სკოლებისა და სამკითხველოებისათვის უფასოდ დასარიგებლად.

