რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ ჟურნალ „ივერიის“ გაზეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით სტამბურად ნაბეჭდი წერილი გაუგზავნა იმ პირებს, ვისთან თანამშრომლობასაც ისურვებდა. მათ შორის იყვნენ: ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ეგნატე იოსელიანი, მიხეილ მაჩაბელი და ალექსანდრე ყაზბეგი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 იანვარს ილია ჭავჭავაძემ, როგორც გაზეთ „ივერიის“ რედაქტორმა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო ოფიციალური თხოვნა, რომ რედაქციას გაზეთის ყველა ნომერი უსასყიდლოდ გაეგზავნა საზოგადოებისთვის .
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა წერილობით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორს გაზეთ „ივერიის“ პროგრამის ცენზურის ნებადაურთველად დაბეჭდვის გამო და მოითხოვა მესტამბე ექვთიმე ხელაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის პირველ იანვარს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოვიდა გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომერი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ჟურნალ „ივერიის“ ყველა ნომერი, 10 „ქართლის ცხოვრება“, 2 „სიტყვის კონა“, 7 ქართული ხელნაწერი წიგნი, 9 ხელნაწერი და ძველებური მონეტები შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ალექსანდრე ოსტროვსკისა და ნიკოლოზ სოლოვიოვის კომედიის „ბედნიერი დღე“ წარმოდგენას, სადაც ფოსტის მოხელის როლი ნოდარ ჯორჯაძემ შეასრულა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს არტურ ლაისტმა საგურამოში ილია ჭავჭავაძის დახმარებით ქართველ პოეტთა ლექსების თარგმნა დაიწყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ილია ჭავჭავაძემ უმასპინძლა გერმანიიდან მეორედ ჩამოსულ არტურ ლაისტს და მისგან საჩუქრად მიიღო მიუნხენში გამოცემული წიგნი „გოეთეს გალერია“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის დეკემბერში ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა სარეკლამო ფურცელი, რომ 1886 წლის 1 იანვრიდან ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოვიდოდა ყოველდღიური გაზეთი „ივერია“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ყაზბეგს, სოფრომ მგალობლიშვილს, ნიკო ლომოურს, ეგნატე იოსელიანს, დავით კარიჭაშვილს, მიხეილ მაჩაბელსა და სხვებს სტამბურად დაბეჭდილი წერილით აცნობა, რომ 1886 წლის 1 იანვრიდან გამოვიდოდა ყოველდღიური გაზეთი „ივერია“, ასევე გაუგზავნა პროგრამა და სთხოვა თანამშრომლობა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ რედაქციის დარბაზში ახალბებუთოვის ქუჩაზე ახალი წლის და გაზეთის პირველი ნომრის მოლოდინში უმასპინძლა ორმოცამდე მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, მათ შორის: რაფიელ ერისთავს, ნიკო ხიზანიშვილს, კოლა ერისთავს, გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებს, სტეფანე ჭრელაშვილს და სხვ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ნიკოლაძეს გაზეთ „ივერიისთვის“ სტატიების მიწოდება სთხოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო ბარათი გაუგზავნა იონა მეუნარგიას, თან დაურთო გაზეთ „ივერიის“ პროგრამა და სთხოვა სტატიების მიწოდება.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვა, რომ პეტერბურგში შეეძინა ქაღალდი გაზეთ „ივერიის“ დასაბეჭდად.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ დასაბეჭდად ასოები საქართველოში ჩამოასხმევინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ექვთიმე ხელაძის სტამბაში გაზეთ „ივერიის“ სარეკლამო ფურცელი და პროგრამა დაბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 დეკემბერს ბეჭდვით საქმეთა მთავარმა სამმართველომ წერილობით მიმართა კავკასიაში სამოქალაქო ნაწილის გამგეს ილია ჭავჭავაძისთვის ყოველდღიურ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაცემად.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძეს 9 ხელნაწერი წიგნის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზაქარია ჭიჭინაძისგან წიგნები, ხოლო პოლიევქტოს კარბელაშვილისგან ძველი მონეტები შეეძინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძის ინიციატივით ანტონ ფურცელაძეს ქართულად დაწერილი რომანის „ბაბა-ამირიანის“ გადაწერა დაავალეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალეს მოემზადებინა წერილი სახალხო სკოლების დირექტორთან გასაგზავნად მცხეთისა და ვაყის სკოლების დირექტორებად სანდო კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც გამგეობამ უარი თქვა მათი ნებართვის გარეშე ფიზიკის თარგმნილი სახელმძღვანელოს დაბეჭდვაზე.