საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო ყოველთვის წინააღმდეგი იყო მუზეუმების შეერთების შესახებ მიეღო საზოგადოების პირობები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას მთელი თავის ძალა უნდა გამოეყენებინა სკოლებისა და ბიბლიოთეკების საქმის გასაუმჯობესებლად, რაც მისი პირდაპირი მოვალეობა იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა მხარი დაუჭირა წიგნსაცავ-მუზეუმების საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის გადაცემის საკითხს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ მუზეუმებისთვის უნდა ეხელმძღვანელა ისეთ ძლიერ, სახელმოხვეჭილ და დიდ დაწესებულებას, როგორიც საზოგადოება იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო საზოგადოებასთან შედარებით ახლად ჩამოყალიბებული დაწესებულება იყო და მისთვის რთული იქნებოდა მუზეუმების ხელმძღვანელობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ მუზეუმები კვლავ საზოგადოების მფლობელობაში უნდა დარჩენილიყო, რადგან ის უფრო გაუფრთხილდებოდა და იზრუნებდა ძვირფას საგანძურზე, ვიდრე საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ მხარი დაუჭირა მუზეუმების საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის გადაცემის საკითხს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ ხალხი ენდობოდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს წევრებს და საზოგადოების გამგეობას თავისი მუზეუმებიც სწორედ მათთვის უნდა გადაეცა. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა და უმჯობესი იყო დროულად მოეგვარებინათ ეს საკითხი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას დაარსების დღიდან დაევალა ისტორიული ნივთები მოვლა-პატრონობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების საქმე არ იყო ისტორიული ნივთების მოვლა-პატრონობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის გაერთიანებული მუზეუმების მართვა-გამგეობა უნდა ჩაებარებინათ ექვსი წევრისაგან შემდგარ ორგანოსთვის.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას ჰქონდა თანხა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო აეგოთ შენობა, სადაც მოათავსებდნენ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების გაერთიანებულ მუზეუმებს. ლასხიშვილისთვის გაუგებარი იყო რატომ იწუნებდნენ მუზეუმების გაერთიანების იდეას კრების წევრები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ წიგნსაცავ-მუზეუმი წარმოადგენდა ძვირფას ეროვნულ-კულტურულ განძს და ამ განძის საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის გადაცემა შეუძლებელი იყო იმ პირობებით, რასაც ეს საბჭო სთავაზობდა გამგეობას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა წარმოადგინა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს პირობები, რომ თანხა, რომელსაც თავადაზნაურობა საზოგადოების გამგეობას მუზეუმებისთვის სწირავდა უნდა გადაეცათ საბჭოსთვის.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა წარმოადგინა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს პირობები, რომ ხსნებული საბჭო გამგეობისაგან შესასწავლად, შესანახად ჩაიბარებდა ყველა სამუზეუმო ნივთს და აღნუსხავდა კატალოგებში.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის გაერთიანებული მუზეუმების მმართველი ორგანო დანიშნავდა გამგესა და სხვა თანამდებობის პირებს, ასევე ყურადღებას მიაქცევდა მათ საქმიანობას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის გაერთიანებული მუზეუმების მმართველი ორგანოს ექვსი წევრიდან 3 იქნებოდა საზოგადოების გამგეობის წარმომადგენელი, 3 კი – საქართველოს საისტორი-საეთნოგრაფიო საბჭოსი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის გაერთიანებული მუზეუმების კატალოგში უნდა მითითებულიყო, რომელი ნივთი რომელ საზოგადოებას ეკუთვნოდა და ქაოსი აღარ იქნებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა გიორგი იესეს ძე ცინცაძემ წაიკითხა გამგეობის ვრცელი მოხსენება მუზეუმების შესახებ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, თბილისის გუბერნიის მარშალი იყო დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება დაიხურა 4 საათზე, შემდეგი კი დაინიშნა 29 ნოემბერს დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელს აწერენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გადაწყვიტეს, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების მუზეუმების გაერთიანება გადაედოთ ომის დასრულებამდე. კრების ოქმს ხელს აწერენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სილოვან გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო საზოგადოებაში სექციის სახით უნდა შესულიყო და ჩაებარებინა მუზეუმების მართვა-გამგეობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი იესეს ძე ცინცაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების მუზეუმების გაერთიანება გადაედოთ ომის დასრულებამდე. სჯობდა მშვიდობიან პერიოდში განეხილათ ეს საკითხი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ფლობდა სკოლებსა და ბიბლიოთეკებს. ზოგჯერ სკოლებისთვის სხვადასხვა სამეცნიერო დარგებიდან საჭირო იყო თვალსაჩინო ნივთები, ისტორიული სურათები და ამ კუთხით მუზეუმი იძენდა პედაგოგიურ დანიშნულებას. იგი არ უნდა გადაეცათ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის.