საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87411

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ჟანდარმერიამ გაჩხრიკა ილია ჭავჭავაძის ბინა თბილისში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 27 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ ჰუგო შუხჰარდტი სამადლობელი წერილი გაგზავნილი წიგნებისა და გაზეთებისთვის.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საგანგებო კრებაზე (თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე) განიხილეს გამგეობის მოხსენება დამატებითი ხარჯების შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 19 ნოემბერს ზაქარია ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ ოძისის სამეურნეო სასწავლებლის დირექტორად ვასილ პეტრიაშვილის დანიშვნა სურდა.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე იაგორის ძე კარაჯევი მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომების გასწორება. ტიტე მარგველაშვილის წერილში გამოტოვებული იყო მეორე სვეტის მეშვიდე სტრიქონი: „მაშინ ჩვენთვის იმპორტი თითქმის საჭიროც აღარ იქნებოდა“, მეექვსე სვეტის მეოთხე სტრიქონი: „სახლის გამოკვების“ ნაცვლად უნდა იყოს „ხალხის გამოკვების“, იმავე სვეტის ბოლო სტრიქონში კი – „ვიდრე შედარებით კონტინეტის სხვა ქვეყნებში“.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობდა თავად-აზნაურთა კომისიის სხდომაში, რომელსაც მინდობილი ჰქონდა სოფელ ოძისში, ზაქარია ერისთავის მამულში, სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხი.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ჩოხელი იყო ყაჩაღი.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ხარიჭაშვილი იყო ყაჩაღი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 1-ელ ოქტომბერს ილია ჭავჭავაძეს რუსმა პოეტმა ვასილი ველიჩკომ წარწერით უძღვნა საკუთარი წიგნი.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გერმანე ლევანის ძე მაღლაკელიძე მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კალისტრატე ჩოჩუა მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სპირიდონ ჩოჩუა მომჩივანი იყო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის დეკემბერში კრებულში „სალხინო საზანდარი“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსები „ჩემო კარგო ქვეყანავ“ და „მძინარე ქალი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის დეკემბერში ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოვიდა მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი „განდეგილი“. წიგნს წამძღვარებული აქვს მთარგმნელის წინასიტყვაობა, ილია ჭავჭავაძის მოკლე ბიოგრაფია და სურათი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 7 იანვარს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ანასტასია ლომინაძე დროებით დაინიშნა ბათუმის სკოლის მასწავლებლად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 30 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლომ განიხილა ზაალ გურამიშვილის საჩივარი ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. საჩივარი წისქვილის მფლობელობას ეხებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის მოწოდება დაწესებულებათა მიმართ, კომისია ყველას სთხოვდა მონაწილეობას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 27 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გომართელის ფილოსოფია და არჩილ ჯორჯაძის ფსიხოლოგია“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს თბილისიდან საგურამოში წერილი გაუგზავნა, რომელშიც მეუღლეს ოთხშაბათისთვის ცხენებისა და „პოვოსკის“ გაგზავნას სთხოვდა, რადგან შპალერი შეიძინა და ხელოსანიც მიჰყავდა ოთახებში გასაკრავად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 4 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ქართულ თეატრში მის პატივსაცემად გამართულ სადილზე სიტყვით მიმართა რუს პოეტ ვასილი ველიჩკოს.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკო ქრისტესიას ძე მაღლაკელიძე მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ეგნატეს ასული კარაჯევისა მომჩივანი იყო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვა გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა სტამბურად დაბეჭდილი საფოსტო ქაღალდები ილია ჭავჭავაძის სურათით.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ივანე ანდრონიკაშვილმა და არტემ ფირალიშვილმა ილია ჭავჭავაძეს აჩუქეს თავიანთი წიგნი „თბილისის გუბერნიაში სასოფლო-სამეურნეო სკოლის ტიპის შესახებ“.