საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93598

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 20 მაისს ჰაჯიყაბულის თეატრში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას „ხორველობა“. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ივ. გაჩეჩილაძე, ივ. ჩხიკვაძე, ელიოზაშვილისა, კ. კორძაია, სულაბერიძე, ღვინიაშვილი და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 20 მაისს ჰაჯიყაბულის თეატრში წარმოადგინეს ვასილ ბალანჩივაძის „უბედური დღე“. სპექტაკლში  მონაწილეობდნენ გაჩეჩილაძისა, ივ. გაჩეჩილაძე, პიპინაშვილი და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 მაისს ვარდენ ივლიანეს ძე ლორთქიფანიძემ მოსკოვის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დასანიშნად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას საზოგადოების მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 21 მაისს თბილისში მომღერალი იოსებ ალექსანდრეს ძე გოძიაშვილი გარდაიცვალა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

კაპიტანი იოსებ დავითის ძე ყანჩაველი I მსოფლიო ომში, 1915 წლის 22 მაისს, მოკლეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 მაისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა ვ. ყიფიანის „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ ნუცა ჩხეიძის, იუზა ზარდალიშვილის, პლატონ ჩიქვინიძის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე გრიგოლ რცხილაძემ სიტყვა წარმოთქვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას ლექსები წაიკითხეს გრიგოლ რობაქიძემ, ნიკოლოზ ერისთავმა, ალექსანდრე იმედაშვილმა, ივანე ბუქურაულმა და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე ივანე მაჭავარიანმა სიტყვა წარმოთქვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე გრიგოლ რობაქიძემ წაიკითხა მოხსენება „ვაჟა-ფშაველა“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებამ ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად წარმოდგენა გამართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე იმღერა ივანე სარაჯიშვილმა, ასევე მიხეილ კავსაძის გუნდმა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სირბილაძის მოთხრობა „ყოველივე წარმავალია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „მაღარო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველამ საკუთარ საიუბილეო საღამოზე რამდენიმე ნაწარმოები წაიკითხა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის თხზულება „ნასხვისარი, გაჩემებურებული“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ახმეტელის წერილი „არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის პიესის „მწირი სარდალი“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის წერილი 3 მაისს არტისტული საზოგადოების დარბაზში გამართული აშუღების საღამოს შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 16 მაისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 17 მაისს სახალხო სახლში გამართული კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის წერილი დუშეთში 7 მაისს გამართული წარმოდგენის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ქიშვარდის ძე ქურიძის წერილი 3 და 10 მაისს ბაქოში, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში, გამართული წარმოდგენების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი 16 მაისს ხაშურის დრამატული წრის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებზე „მამა და შვილი“ და „მე მოვკვდი“.