საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87331

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 მარტს დიმიტრი ნადირაძე დეპოს განყოფილების დასაარსებლად სოფელ მაღაროში ჩავიდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელი აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. რუბაკინის წიგნი „ბუნების საოცარი და მრისხანე მოვლენანი“ სევერიანე ჯუღელმა თარგმნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ელი აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მაქსიმე შარაძის სტამბაში ნ. რუბაკინის წიგნი „ბუნების საოცარი და მრისხენე მოვლენანი“ დაიბეჭდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 მარტს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე ქალანთარმა დამსწრეებს წაუკითხა კავკასიის მეცხვარეთა ამხანაგობის წესდება. მისი შინაარსი დამსწრეთა ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა და საკითხის განხილვა მომავალი კრებისთვის გადაიდო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 მარტის „ცნობის ფურცელში“ ერმილე ხოშტარიამ მადლობა გადაუხადა ფოთის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგ ეფიმ ინასარიძეს, რომელიც ამ სასწავლებელში სწავლის დროს ფინანსურად ეხმარებოდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვერის წმინდა ნიკოლოზის საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობაში საკვირაო სკოლა გაიხსნა. სკოლის გამგედ სოლომონ ანდრიას ძე ელიოზიშვილი დანიშნეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ერევნის ოლქის სასამართლოს ბრალმდებლის მოადგილე სტრადომსკი ქუთაისის ოლქის სასამართლოში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 7 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი ვალის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინა გიორგის ასულ ვახვახოვის კუთვნილ თელავის მაზრის სოფელ კონდოლში მდებარე 308 დესეტინასა და 555 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს მიწას.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს სოსიკო კოლელიშვილმა თელავის საპატიმროს წიგნსაცავს წიგნები აჩუქა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 მარტს სოფელ ძიმითში აკურთხეს ერთკლასიანი სკოლა. ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ძიმითის სკოლის მასწავლებელი ბ. დ. ერქომაიშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 მარტს გურიის თავადაზუნრთა კრებაზე თ. ნ. თავდგირიძემ წამოაყენა წინადადება საზოგადოების დაარსების შესახებ, რომელიც უნდა გაძღოლოდა ოზურგეთსა და ნატანებს შორის ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანის საქმეს. კრების თითქმის ყველა დამსწრე ჩაეწერა ამ საზოგადოების დამფუძნებელ წევრად.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის" ცნობით, სოსიკო კოლელიშვილმა და მ. იანქოშვილმა სოფლად ქოლერით დაზარალებულებს თითო მანეთი შესწირეს

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა მეუღლესთან ერთად მცხეთის ტაძარი მოინახულა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს ალექსანდრე ოქროპირიძემ მოახსენა, რომ მცხეთის ტაძარი ცუდ მდგომარეობაში იყო და ფინანსური დახმარების მისაღებად ხელმოწერებს აგროვებდნენ. გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 მარტს ოზურგეთში გაიმართა თავად-აზნაურთა კრება, რომელზეც განიხილეს ოზურგეთსა და ნატანებს შორის რკინიგზის გაყვანის საკითხი. კრებას უძღვებოდნენ სიმონ დავითის ძე გუგუნავა, ნიკო თავდგირიძე და გრიგოლ ჯაყელი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 16 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სიმონ დავითის ძე გუგუნავა ოზურგეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 მაისს ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა სურამიდან ხაშურში გადაიტანეს. თანამშრომელთა ნაწილიც ხაშურში გადავიდა სამუშაოდ. მათ შორის იყო ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსი ალექსანდრე სიმონის ძე მაჭარაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 მაისის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა თბილისის მთავარანგელოზის ეკლესიას საჭირო ხე-ტყის მასალა გადასცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 მაისს გორში რკინის ხიდი აკურთხეს. კურთხევის ცერემონიას ივანე ამილახვარი, გრიგოლ გოლიცინი და პეტრე იანოვსკი დაესწრნენ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 23 დეკემბერს ლეონტი კიკნაძემ და მისმა თანამზრახველებმა ბიჭია კიკნაძე მოკლეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის" ცნობით, ცოფიანი კატის მიერ დაკბენილ ფოთის მცხოვრებ მელანია ნაუმცევისას, რომელიც მიხეილის საავადმყოფოში მოათავსეს, პასტერის მიერ შექმნილი წამლით მკურნალობდნენ.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1930 წლებში ივანე პაპასკირი მუშაობდა აფხაზეთის კოოპერატიული გაერთიანების კავშირში ინსტრუქტორის თანამდებობაზე.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელებათა საკითხებისათვის“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სტომატოლოგი თევდორე საყვარელის ძე ცხომელიძე პაციენტებს იღებდა მესხიევის სახლში, რომელიც მდებარეობდა კალოუბნის N8-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სტომატოლოგი თევდორე საყვარელის ძე ცხომელიძე პაციენტებს იღებდა ყოველდღიურად, გარდა კვირისა, დილის 9-დან 2-მდე და საღამოს 5-დან 6 საათამდე.