საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87293

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ლ. ს-ს სტატია „თეატრი და მუსიკა“, რომელიც ეძღვნებოდა თბილისის სახელმწიფო თეატრში ოპერის „მეფის საცოლე“ დადგმას. სტატიის თანახმად, ოპერის შტუდირებისათვის დირიჟორ ჩერეპნინს არცთუ ბევრი რეპეტიცია ჰქონდა, თუმცა ამ ნიჭიერ მუსიკოსს მაინც დაუტყვია თავისი ხელი ნაწარმოების შესრულებაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ლ. ს-ს სტატია „თეატრი და მუსიკა“, რომელიც ეძღვნებოდა თბილისის სახელმწიფო თეატრში ოპერის „მეფის საცოლე“ დადგმას. სტატიის თანახმად, წარმოდგენაში მონაწილე მუსიკოსების მთელი ყურადღება მიმართული იყო ქართული ოპერის სცენაზე საქვეყნოდ ცნობილი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ნიკოლაი ჩერეპნინის პირველ გამოჩენისკენ დირიჟორის რანგში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან Грузия“ ირკვევა, რომ პოლკოვნიკ ციციანოვს საქართველოს სურსათის სამინისტროსათვის გაუგზავნია ტელეფონოგრამა, რომელშიც ის სამინისტროსგან არმიისათვის 200 სული პირუტყვის გადაცემას ითხოვდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან Грузия“ ირკვევა, რომ მიქელაძე იყო თბილისის რაიონის პირუტყვით მომარაგების გამგე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბეჟინი იყო ჩინოვნიკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის რაიონის ხორცით მომარაგების გამგე მიქელაძეს ჩინოვნიკი ბეჟინისთვის 200 თავი რქოსანი პირუტყვი ჩაუბარებია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო საქართველოს მთავრობის მთავარრწმუნებული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს სურსათის სამინისტროს ხელმძღვანელ ივანე ლორთქიფანიძეს ხელშეკრულება გაუფორმებია მამინაიშვილთან არმიის ხორცით მომარაგების მიზნით რქოსანი პირუტყვის შეძენის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, უკვე აწყობილი პარტიის განადგურება, ექსპერიმენტირება და ახლის შექმნა შიმშილის ახალი, მოსალოდნელი ტალღის გათვალისწინებით ნამდვილი დანაშაული იქნებოდა და ეს მხოლოდ პოპოვისნაირების გულს თუ გაახარებდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, სწორედ პოპოვის თავდასხმის ობიექტის, სურსათის სამინისტროს მოწესრიგება, გაძლიერება და გაფართოება მისცემდა ხალხს იმას, რაც მას სჭირდებოდა. ჭიაბროვის თქმით, ამ დასკვნის გამოტანა ევროპული სახელმწიფოების მაგალითზე შეიძლებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, პოპოვის ცილისწამებაზე საუკეთესო პასუხი იქნებოდა, სურსათის სამინისტროს თავის განკარგულებაში გადმოეტანა ყველა საქმე და არდიშვილის მსგავსი ორგანიზაციებიც თავისი ორგანიზაციისთვის დაექვემდებარებინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი უარყოფდა პოპოვის ვერსიას, რომ არმიამ და ქალაქმა უარი თქვეს სამინისტროს მიერ მათთვის შემოთავაზებული პირუტყვის პარტიაზე. ჭიაბროვს მოჰყავდა არმიის მიერ 200 თავი რქოსანი პირუტყვის შეძენის ფაქტი. კერძოდ, ეს საქონელი თბილისის რაიონის პირუტყვით მომარაგების გამგე მიქელაძისგან ჩაუბარებია ჩინოვნიკ ბეჟინს. ეს ფაქტი დასტურდებოდა სპეციალური ტელეფონოგრამითაც.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ავტორი აღნიშნავდა, რომ სურსათის სამინისტრო ქვეყნისთვის ყოვლად გამოუსადეგარი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოში პურის წარმოების საქმეს ხელმძღვანელობდა ვასილ იოსების ძე არდიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი უარყოფდა პოპოვის ვერსიას, რომ არმიამ და ქალაქმა უარი თქვეს სამინისტროს მიერ მათთვის შემოთავაზებული პირუტყვის პარტიაზე. თავის წერილში მას მოჰყავდა ტექსტი ტელეფონოგრამიდან, რომელიც სამინისტროსათვის არმიის სახელით გაუგზავნია პოლკოვნიკ ციციანოვს. ტელეფონოგრამაში იგი ითხოვდა სამინისტროსგან არმიიისათვის 200 თავი რქოსანი პირუტყვის გადაცემას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ესენს შეუქმნია თხზულება „Quo vadis Iberia“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. პოპოვი განიხილავს სურსათის სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ მამინაიშვილთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს. ავტორის თქმით, მამინაიშვილისგან არმიისთვის შესაძენი საქონელი არ გამოირჩეოდა ხარისხით და მისი ნაჩქარევად შეძენა არც არმიის დაკვეთა ყოფილა. მეტიც, არმიას დამოუკიდებლად შეუძენია პირუტყვი უფრო დაბალ ფასად და სამინისტრო უარით გაუსტუმრებია. ასე რომ, სამინისტროს 200 თავი საქონელი ჩაუწვა. ამ პარტიაზე ქალაქსაც უარი უთქვამს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი ჰპირდებოდა მკითხველს, რომ შემდეგ ჯერზე აუცილებლად დაუბრუნდებოდა გაზეთის საერთო განწყობის განხილვას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. სტატიაში პოპოვი განიხილავდა სურსათის სამინისტროს ხელმძღვანელის, ივანე ლორთქიფანიძის მიერ მამინაიშვილთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს. მისი თქმით, მამინაიშვილი ვალდებული იყო, ივლისში მიეწოდებინა სამინისტროსათვის ათასი სული რქოსანი პირუტყვი 38 რუბლად და 50 კაპიკად ცოცხალი წონის თითოეულ პუდზე. მიზანი არმიის ხორცით მომარაგება იყო. თუმცა, პოპოვის აზრით, ივლისისთვის ეს ფასი ზედმეტად მაღალი იყო და საქონლის ჩაბარება 37 რუბლადაც შეიძლებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, პოპოვი თავს ესხმოდა სურსათის სამინისტროს მამინაიშვილთან გაფორმებული წამგებიანი ხელშეკრულების გამო (ხელშეკრულება ეხებოდა სამინისტროს ხორცით მომარაგებას).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი ურჩევდა პოპოვს, თავი დაენებებინა ქვეყნის კრიტიკისთვის, რადგან მზრუნველი და კრიტიკოსი ქვეყნის ჭეშმარიტი შვილების რიგებშიც მრავლად მოიძებნებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი სვამდა კითხვას, ვისგან შედგებოდა ქალაქის თვითმართველობა. ნუთუ იმ ხალხისგან, ვისაც არ უყვარდა ქვეყანა, მაგრამ ასე თუ ისე შეეგუა მის დამოუკიდებლობას. ტრიბუნებიდან ისინი ქალაქის გამშვენებისა და მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების შესახებ ყვიროდნენ, ორშაბათობით კი ეჭვის მარცვლებსა და განხეთქილებას თესავდნენ დემოკრატიის ქომაგთა სულებში თავისი, მთავრობისა და ხალხის წინაამღდეგ მიმართული სტატიებით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, თხზულებაში პოპოვი ამტკიცებდა, რომ საქართველოს სურსათის სამინისტრო მავნე და უვარგისი დაწესებულება იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, პოპოვმა დიდი ენერგია დახარჯა იმისათვის, რომ წარმოეჩინა სურსათის სამინისტროს უუნარობა პურის წარმოების საქმეში. თუმცა ამ საქმეს უშუალოდ მთავრობის მთავარრწმუნებული ვასილ იოსების ძე არდიშვილი უძღვებოდა და პრეტენზიები პირველ რიგში მის მიმართ უნდა თქმულიყო და არა სამინისტროს მიმართ, რომელიც არ ეთანხმებოდა არდიშვილის გადაწყვეტილებებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, საგუბერნიო და რაიონულმა კომიტეტებმა, ისევე როგორც ქალაქის თვითმართველობამ, სურსათის სამინისტროს დაუტოვეს მეტად ცუდი მემკვიდრეობა – სპეკულანტების მთელი წყება.