საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87264

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ კულტურის მოყვარულთა საზოგადოების კრებაზე ნ. ნათაძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ზოგიერთი ადათ-ჩვეულება ქიზიყ-კახეთში“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბათუმის სცენის მოყვარეთა წრის რეჟისორად ალექსანდრე ჯაყელი მიწვევის შემდეგ სისტემატურად იმართებოდა წარმოდგენები.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ჯაყელი ბათუმის სცენის მოყვარეთა წრის რეჟისორად მიიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ტურგენევის რომანი „რუდინი“ ქართულად თარგმნა სტუდენტმა ალ. გვეტაძემ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ავადმყოფ ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილს თბილისის სემინარიის მოსწავლეთა მიერ შეგროვებული თანხა გაუგზავნეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 28 თებერვალს ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის კრებაზე გიორგი მამრაძე, თეოფილე კეკელიძე და თომა ნასიძე კულტურულ საზოგადოებათა კავშირის წევრებად აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 თებერვალს თეოფილე მარკოზის ძე კეკელიძის თავმჯდომარეობით ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის კრება გაიმართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 თებერვალს თეოფილე მარკოზის ძე კეკელიძის თავმჯდომარეობით გამართულ ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის კრებაზე განიხილეს 1914-15 წლების წრის მუშაობის ანგარიში და მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვალს ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს თომა ზაქარიას ძე ნასიძე, ალ. ჩერნიშევი, ი. აბულაძე, ნად. ბაღდოევისა და შაქრო ხატიაშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ მარტს ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის მზრუნველებმა – იასონ ბართაიამ, თომა ჯაკობიამ, რომანოზ დანელიამ და კონსტანტინე ყურაშვილმა – მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინეს, რომ პირველი მმართველის, აკაკი ხაინდრავას გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება შეწყვიტა. გარკვეული დროის შემდეგ მათ ახალ ხელმძღვანელთან ერთად შეძლეს აემუშავებინათ ბიბლიოთეკა, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან საჭირო იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 2 მარტიდან აკაკი გვახარია ბათუმის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით ქობულეთის ნორმალური სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 2 მარტს მინა ნიკოლოზის ძე როინიშვილი მოსკოვის მონასტრის ლაზარეთში გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 3 მარტს ლანჩხუთში 28 წლის ლეო ბარამიძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 5 მარტს სიღნაღში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა ელისაბედ ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად წარმოდგენა გამართეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 5 მარტს ელისაბედ ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად სიღნაღში გამართულ წარმოდგენაზე მიიწვიეს ვასო ალექსის ძე აბაშიძე და სოსო გიორგის ძე ივანიძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა გრიგოლ რცხილაძემ მოახსენა შემდეგი: გამგეობამ მას დაავალა ცხინვალის განყოფილებისგან მიღებული ეკატერინე მალხაზის ასული ორჯონიკიძის ანდერძის საოლქო სასამართლოში წარდგენა. ანდერძის თანახმად, ცხინვალის განყოფილებას ეკუთვნოდა 50 დღიური მამული სოფელ წყნარში სკოლის გასახსნელად. ანდერძი 1915 წლის 21 აგვისტოს ეკატერინე ორჯონიკიძის თხოვნით შეუდგენია დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძეს, რომელსაც ხელი მოუწერია ანდერძზე ორჯონიკიძის მაგივრად. რცხილაძის თქმით, ოქროპირიძე იყო როგორც ანდერძის გადამწერი, ასევე ხელის მომწერიც მეანდერძის მაგივრად. კანონთა კრებულის მეათე ტომის 1048-ე მუხლის მიხედვით, ერთი და იგივე პირს არ ჰქონდა უფლება, ერთდროულად ანდერძის გადამწერიც ყოფილიყო და მოანდერძის მაგივრად ხელის მომწერიც. რცხილაძის აზრით, სწორედ ამ მიზეზით არ დაამტკიცებდა სასამართლო ანდერძს და ანდერძის წარდგენისთვის საჭირო თანხაც ტყუილად დაიხარჯებოდა. ყოველივე ამის გამო რცხილაძე ურჩევდა გამგეობას, სათანადო განმარტების თანხლებით, უკან გაეგზავნა ცხინვალის განყოფილების გამგეობისთვის ანდერძი და მასთან ერთად წარმოდგენილი სხვა დოკუმენტი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილის ლექსი „მოწოდება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის მიერ ქართულად თარგმნილი შარლ ბოდლერის ლექსი „ალბატროსი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ილია ფერაძის სტატია „დანიელ ჭონქაძე და მისი სურამის ციხე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ საფო მგელაძის უსათაურო ლექსი გამოქვეყნდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „უბრალო საუბარი უბრალო მკითხველთან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დარია ახვლედიანის ლექსი „დანიელ ჭონქაძის ხსოვნას“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გაგრძელება ვახტანგ გარრიკის (ვახტანგ ვაჩნაძის) სტატიისა „კინემატოგრაფი და თეატრი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გ. დათიაშვილის თხზულება „რაინდი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სეზმან ალექსის ძე ბუტკუაშვილის ლექსი „მუშა-მგოსანი“.