რეგისტრირებული ფაქტები87262
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 11 აპრილს ქართველ ხელოვანთა საზოგადო კრებაზე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, დიმიტრი ირაკლის ძე შევარდნაძე, გიორგი ივანეს ძე გაბაშვილი, იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე, მოსე ივანეს ძე თოიძე, ალექსანდრე რომანოზის ძე მრევლიშვილი და პეტრე გრიგოლის ძე მამრაძე გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 აპრილს გურიაში სოფ. ლესის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს სასარგებლოდ ივანე გომართელის 5-მოქმედებიანი პიესა „ქოხში“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის აპრილში თბილისში ჩამოვიდნენ აფხაზეთის დეპუტატები: მ. კ. შერვაშიძე, ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძე, მელიტონ ემუხვარი, ასტამურ ინალ-იფა, პეტრე ანჩაბაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 აპრილს ავლაბრის თეატრ „პალასში“ ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეს აკაკი წერეთლის 5-მოქმედებიანი დრამა „პატარა კახი“ უნდა წარმოედგინა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 12 აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართული კულტურის საზოგადოების კავშირის გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 12 აპრილს შ. მესხიშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ალექსანდრე ლომთათიძე ქართული კულტურის საზოგადოების კავშირის გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარემ, გაბრიელ ბოჭორიშვილმა და მდივანმა, ნიკოლოზ ხატისკაცმა მთავარ გამგეობას გაუგზავნეს 1915 წლის ანგარიში, ბლანკები, ალაგირის წევრთა სია და 1915 წლის შემოსავლის 10% – 17 მან. და 60 კაპ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილი 26 წელი მუშაობდა ექიმად ერევნის, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილს სოფ. დვაბზუში ვერა ვადაჭკორიას მონაწილეობით „მეორე კაენი“ და „ბაიყუში“ წარმოადგინეს. მსახიობებმა მაყურებლის მოწონება ვერ დაიმსახურეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილის ხელმძღვანელობით დუშეთში წიგნსაცავ-სამკითხველო დაარსდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა საგარეჯოში სამკითხველო გახსნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილს იოსებ გიორგის ძე ივანიძის რეჟისორობით „დიდი მოურავი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მინა ნიკოლოზის ძე როინიშვილის ცხედარი ყვირილაში ჩამოასვენეს.

