რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, განიხილა მთავარი გამგეობის წერილი საწევრო გადასახადის შემცირებისა და განყოფილების შემოსავლის 10%-ის მთავარი გამგეობისთვის გაგზავნის შესახებ. სხდომამ მთავარი განყოფილების წინადადება მიიღო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მთავარ გამგეობას მისწერა, საწევრო სამი მანეთიდან მანეთამდე შეემცირებინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 იანვარს ხაშურის დრამატულმა წრემ წარმოადგინა პოლიევქტოს ანტონის ძე კალანდაძის „სოფლის გმირები“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვარს მარგარიტა ქილარჯიშვილის ბენეფისზე უნდა წარმოედგინათ ალექსანდრე სუმბათაშვილის 4-მოქმედებიანი დრამა „ბორკილი“.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ქრისტინე დგებუაძე ავად იყო და საავადმყოფოში იწვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელისაბედ ჩერქეზიშვილის სცენაზე 30-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად ქართველი ვაჭრები ფულს აგროვებდნენ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოდპ. გ. ე. ბაბალაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ ცნობით, მაზრის უფროსი ი. ვასაძე ხელს უწყობდა ზესტაფონში გადამწვარი თეატრის აღორძინებას.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ კაჭახმაძემ მიქელ-გაბრიელის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის “თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალ. ს. ლორთქიფანიძე ვაჭარი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვარს თბილისში განათლების სკოლამ გამართა აკაკი წერეთლის საღამო, რომელზეც მეოთხეკლასელმა ა. კანდელაკმა აკაკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბ. ტურიაშვილი ვაჭარი იყო.

