საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების წევრების სხდომის ოქმის მიხედვით, 1915 წელს ზესტაფონის განყოფილებამ მიიღო 12 წევრი, გამოაკლდა – 14. ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების წევრების სხდომის ოქმის მიხედვით, 1915 წლის 1-ლ იანვარს ზესტაფონის განყოფილებაში 33 წევრი ირიცხებოდა. ოქმს თავმჯდომარის ნაცვლად ხელს აწერენ მიხეილ ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის 9 თებერვალს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს და ჰკითხა, ალმანახ „ცისფერი ყანწების“ რამდენი ეგზემპლარი უნდა გადაეგზავნა თბილისში და ვისთვის.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 თებერვალს ჭიათურის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა 1915 წლის მოქმედების ანგარიში. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე, ექიმი, სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე და მდივანი ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 თებერვალს შალვა აფხაიძემ პეტერბურგიდან იოსებ ყიფშიძესა და გიორგი ჩიტაიას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, დასწრებოდნენ 11 თებერვალს დანიშნულ სათვისტომოს კრებას.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი და დავით სამსონის ძე კლდიაშვილი სიტყვაკაზმული საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 11 თებერვალს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებელი ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე კომიტეტმა საქმის მწარმოებლად მიიწვია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 თებერვალს თბილისის არტისტული თეატრის დარბაზში მომღერალ ვარდენ ლორთქიფანიძის კონცერტი გაიმართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 თებერვალს ბათუმში გიორგი იშხნელის მონაწილეობით აკაკი წერეთლის ხუთმოქმედებიანი დრამა „პატარა კახი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს 14 თებერვალს ქუთაისმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა შიო მღვიმელის სალიტერატურო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დილა, რომლის მოწყობა-ჩატარებაში აქტიურად მონაწილეობდა გალაკტიონ ტაბიძე.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვარლამ ალექსის ძე რუხაძე თბილისში დასახლდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნოე ჩხიკვაძემ დაწერა  დრამატული პოემა „ღმერთი და ადამიანი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვანო უსტიაშვილის ლექსი „ჯარისკაცი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არტემ ახნაზაროვის სტატია „ელ. ჩერქეზიშვილის დღესასწაული“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია მსახიობ დავით შველიძის გარდაცვალების გამო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“დაიბეჭდა გაგრძელება შალვა დადიანის სტატიისა „ხელოვნების მოკლე ისტორია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა საფო მგელაძის ლექსი „ჩიტი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“დაიბეჭდა დასაწყისი სილიბისტრო თავართქილაძის (ს. რემონიძის) მოთხრობისა „ჯარისკაცი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ვახტანგ კოტეტიშვილის სტატიისა „გ. ახოსპირელი და მისი სიმღერა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ დავით რ. შველიძის დახმარებით დაფუძნდა ბაქოს დრამატული წრე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ კირვალიძის სტატია „სალამი შიო მღვიმელს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გოგია ხმალაძის სტატია „სამხატვრო წერილები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ჭრელაშვილის „სიმღერა“.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მგოსანი ალექსანდრე აბაშელი ჭაობის ციებით იყო დაავადებული.