საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80261

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს „ივერიაში“ ფსევდონიმით „აბრა" დაბეჭდილია სტატია ქოლერის ეპიდემიის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ინფექციის გავრცელებას ხელს ქალაქებსა და სოფლებში არსებული სიბინძურე უწყობს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 1-ელ მაისს ხელმწიფე იმპერატორს წარუდგა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 7 მაისს სპარსეთის საზღვარი გადმოიარა და საქართველოში მოვიდა სპარსეთის შაჰი მუზაფერ-ედინი. მის უდიდებულესობას მიეგებნენ ხელმწიფე იმპერატორის ბრძანებით გამოგზავნილი გენერლები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ წერს, რომ ი. ვ. იოფე თავისი ნებით გადადგა თბილისის გამგეობის სასურსათო ნაწილის მომარაგების განყოფილების გამგის თანამდებობიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. ვ. იოფე იყო თბილისის გამგეობის სასურსათო ნაწილის მომარაგების განყოფილების გამგე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის გამგეობის სასურსათო ნაწილის მომარაგების განყოფილებას ი. ვ. იოფეს მაგივრად უხელმძღვანელებდა შაპირო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის საქალაქო ვეტერინარული სამკურნალო დაწესებულების გამგედ დაინიშნა ნ. ი. გიმელრეიხი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამხედრო მინისტრმა, გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძემ იშუამდგომლა საქართველოს მთავრობის წინაშე საქართველოში ცხენთსაშენების გამრავლებასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გენერალ წულუკიძეს მილიონ 800 ათასიანი კონტრიბუცია დაუწესებია ბელი-კლიუჩის (თეთრიწყაროს) რაიონის ოთხი დასახლებისთვის.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. ა. შეგლოვი იყო ველიკორუსული ორკესტრის ხელმძვანელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საზაფხულო კაფე-რესტორან „ამირანში“ ოთხშაბათობითა და შაბათობით უკრავდა ველიკორუსული ორკესტრი მ. ა. შეგლოვის ხელმძღვანელობით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გიორგი დავითის ძე წულუკიძე იყო გენერალი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ წერს, რომ ბელეტრისტ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილის (ლალიონის) ცხედარს გადაასვენებდნენ ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც გაიმართებოდა სამოქალაქო პანაშვიდი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდულ-მეჯიდ (რაფა) ჩერმოევი იყო კავკასიელ მთიელთა კავშირის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნოე ჟორდანიამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა, კავშირგაბმულობის მინსიტრმა ივანე ლორთქიფანიძემ და კავკასიელ მთიელთა კავშირის თავმჯდომარე აბდულ-მეჯიდ (რაფა) ჩერმოევმა საქართველოში აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენელ მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვს მიულოცეს კავკასიის მუსულმანთა არმიის მიერ ბაქოს აღება.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვი იყო აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კავკასიის მუსულმანური არმიის მიერ ბაქოს აღებასთან დაკავშირებით ავსტრო-უნგრეთის დელეგაციის უფროსი, ბარონი ფრანკელშტაინი შეხვდა საქართველოში აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენელ მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბარონი ფრანკელშტაინი იყო ავსტრო-უნგრეთის დელეგაციის უფროსი საქართველოში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სპირიდონ სოლომონის ძე ვირსალაძე იყო თბილისის სახაზინო პალატის მმართველი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახაზინო პალატის მმართველ სპირიდონ სოლომონის ძე ვირსალაძეს დაევალა სურსათის სამინისტროს რევიზია.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ იუწყება ქუთაისის მიტროპოლიტ ანტონის გარდაცვალების შესახებ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხდებაში იმერეთის ეპარქიის საბჭო იუწყებოდა, რომ გარდაიცვალა ქუთაისის მიტროპოლიტი ანტონი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „Грузия“  იუწყება ვერა იოსების ასული ვარაზაშვილის გარდაცვალების შესახებ.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ვერა იოსების ასული ვარაზაშვილი სოფრომ და მარიჯან ვარაზაშვილების რძალი იყო.