რეგისტრირებული ფაქტები87259
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 21 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომლის დირიჟორი იყო სამუელ ალექსანდრეს ძე სტოლერმანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ საბინინი, კურბატოვი და ორლოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კანშინი, მოლჩანოვი, ვრონსკი და ნიკოლსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიღებდნენ ამალია ვოლ-ლევიცკაია, გ. ა. შვამბერგი, მ. მ. ვიშემირსკაია, მარია გედევანოვა და ვ. ს. ვლადინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში უნდა გამართულიყო „ტანჰეიზერის“ პრემიერა, რომლის ახალი დადგმა ეკუთვნოდა ვოლტერ ლევიცკის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. კ. რიადნოვი იყო თბილისი კონსერვატორიის პროფესორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობაზე კვლავ მიიწვიეს ევგენი კ. რიადნოვი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 იანვრის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო ხაზინის მოხელე ხარლამპი (იგივე ვარლამ) გოგნაძე ონის სამაზრო ხაზინის ბუღალტრის თანაშემწედ დაინიშნა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 იანვრის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კაპიტანი ვაჩნაძე კავკასიის გრენადერთა ბრიგადის მერვე ბატარეის უფროსად დაინიშნა და პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 15 იანვარს დავით კერესელიძე ლანჩხუთის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან გიორგის ძე, ნიკოლოზ გიორგის ძე და ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკები ეკატერინე იაკინთეს ასულის შვილები იყვნენ.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 30 ივლისს ბანაკის მახლობლად იპოვეს უნტერ-ოფიცრის, ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის გვამი, რომელსაც ხელზე რევოლვერი ჰქონდა თასმით მიბმული და საფეთქელში – ტყვიით მიყენებული ჭრილობა.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 30 ივლისს გარდაცვლილი უნტერ-ოფიცერი ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი 2 აგვისტოს უნდა დაეკრძალათ დუშეთის მაზრის სოფელ მუხრანში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 27 მაისს ხელმწიფე იმპერატორს წარუდგა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში, თუმანოვის ქუჩაზე, მცხოვრები ზურაბ ოდიშელიძე, რომელმაც არ გაამხილა ავადმყოფობა, 27 ივლისს ქოლერით გარდაიცვალა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გამოვიდა და სამეურნეო საზოგადოებაში და ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვთან იყიდებოდა არჩილ დარეჯანაშვილის „ხეხილების დარგვა და მისი მოვლა“ თან დართული 15 სურათით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. ფეფედოვის ხარჯებით ორგანიზებულ კვარტეტში შედიოდნენ პროფესორები: ვიქტორ რობერტის ძე ვილშაუ, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მინიარი, თ. ს. კაცი და სემიგლაზოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიის დირექტორ ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინს შეუთავაზებია ნიკოლაი ნიკოლაევისთვის პროფესორის ადგილი თავის დაწესებულებაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მხატვარი ალექსანდრე ბენუა, რომელიც პეტროგრადიდან თბილისს მოემგზავრებოდა, იქ ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინთან აპირებდა გაჩერებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისში პეტროგრადიდან უნდა ჩამოსულიყო ცნობილი მხატვარი ალექსანდრე ბენუა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თ. ს. კაცი იყო კონსერვატორიის პროფესორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მინიარი იყო კონსერვატორიის პროფესორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვიქტორ რობერტის ძე ვილშაუ იყო კონსერვატორიის პროფესორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მ. ფეფედოვის ფულადი დახმარებით თბილისში მუსიკალური კვარტეტი ჩამოყალიბებულა.

