რეგისტრირებული ფაქტები87259
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი მიქელაძემ მანეთი გაიღო ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 20 იანვარს ქუთაისის გუბერნატორი მიხეილ შალიკოვი ქუთაისის სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორისგან თბილისის მაზრის უფროს ლევან ჯანდიერს დაკისრებული ჰქონდა საზოგადო ზვრების გაშენების საკითხი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 22 დეკემბერს თბილისის მაზრის უფროსმა ლევან ჯანდიერმა სოფელ საგარეჯოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კახეთში ვაზი კარგად ხარობდა, მაგრამ მოსახლეობამ ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება არ იცოდა, რის გამოც კახური ღვინო ბუნებრივ ღირსებას კარგავდა და იაფად იყიდებოდა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 26 იანვარს ლეონიდე ოქროპირიძე ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების ინსპექტორი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 იანვარს თელავის თავად-აზნაურთა კრებას თელავის მაზრის უფროსი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი დაესწრო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 29 იანვარს ქართულ თეატრში ვალერიან გუნიას ბენეფისი უნდა გამართულიყო.
1892
ტიპი: თანამდებობა
გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში ვკითხულობთ, რომ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი თბილისის მე-3 განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე იყო.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 1-ელ იანვრის გაზეთ „შუამავალში“ ეშმაკის ფსევდონიმით დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის ნესტორ ლაზარეს ძე კალანდაძისეული პაროდია „სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძისა მიერ ს. გურამიანთკარში ეკზეკუციის მინიჭების დროს“.

