რეგისტრირებული ფაქტები80262
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებულ ბიბლიოთეკაში დაცულია ისეთი იშვიათი წიგნები, რომლებიც არ არის თბილისსა და მოსკოვში.
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, განსვენებული პროფესორის, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების მდიდარი და ძვირფასი ბიბლიოთეკა მისმა მემკვიდრეებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირეს.
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების ბიბლიოთეკის სიის შედგენა მალე დასრულდებოდა და ბიბლიოთეკას თბილისში გამოგზავნიდნენ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული თეატრის მიერ 10 იანვარს წარმოდგენილ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერში“ მგოსნის როლი ალექსიევ-მესხიევს უნდა შეესრულებინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოსადგენად მზადდებოდა ანდრია ბენაშვილის „თელაველი ოტელო“, შილერის „ყაჩაღები“, „აირია მონასტერი“, „და-ძმა“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრს 10 იანვარს ლ. ჭიჭინაძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „მოტია“ უნდა წარმოედგინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 10 იანვარს ლ. ჭიჭინაძის ერთმოქმედებიან ვოდევილ „მოტიაში“ მონაწილეობას მიიღებდნენ ავალიშვილისა, ჩერქეზიშვილი, არლანი, მესხიევი, აბაშიძე, გედევანოვი, ცაგარელი, კანდელაკი, შათირიშვილი, გუნია.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული თეატრის მიერ 10 იანვარს წარმოდგენილ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერში“ მასხარას როლი ვასო აბაშიძეს უნდა შეესრულებინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს ეფროსინე კლდიაშვილმა თელავის საპატიმროს წიგნსაცავს წიგნები გადასცა საჩუქრად.
1892
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს თედო სახოკიამ თელავის საპატიმროს წიგნსაცავს საჩუქრად წიგნები გადასცა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 იანვარს მთავარმართებელ შერემეტევის მიერ სასახლეში გამართულ ბალს დაესწრნენ გრაფი ტატიშჩევი, გენერლები და წარჩინებული პირები.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 იანვარს კავკასიის მთავარმართებელმა, გენერალ-ადიუტანტმა შერემეტევმა სასახლეში ოფიციალური მეჯლისი გამართა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს კბილის ექიმი ა. ი. ორბელი სოლოლაკში, საკუთარ სახლში, იღებდა პაციენტებს.
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში“ ვკითხულობთ, რომ ფარნაოზ ისარლოვი მომხმარებელს თბილისის სარდაფების ღვინოებზე უკეთეს და იაფ კახურ ღვინოს სთავაზობდა საკუთარ სახლში ახლად მოწყობილ საწყობში, ვორონცოვის წყლის პირის („ნაბერეჟნი“) ქუჩაზე.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაფიცი ვექილი მოსე ათანასეს ძე ქიქოძე ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საურთიერთო ნდობის საზოგადოების თანამშრომელი ივანე იოსების ძე კაუხჩევი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნოტარიუსი დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ბესარიონის ძე მიქიაშვილი ქუთაისის სათათბიროს მესამე რიგის ხმოსნად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნოტარიუსი ისიდორე გიორგის ძე გაბაევი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაფიცი მსაჯული ივანე პეტრეს ძე ჯაიანი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მკურნალი სიმონ ივანეს ძე ხეჩინოვი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მეორე გილდიის ვაჭარი რომანოზ ქაიხოსროს ძე მახარაძე ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.