რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვაჭარმა ივანე სიმონის ძე მესხიევმა ჟურნალის რედაქციას 100 მანეთი გაუგზავნა სვიმონ ილიას ძე ფაშალიშვილისთვის გადასაცემად.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დეპუტატ კარლო ჩხეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასილ დავითის ძე ჯაშმა ვანის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 6 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ი. მ. გიგინეიშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დრამატული წრის ხელმძღვანელი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 თებერვალს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის თავმჯდომარეობით ქართველ მხატვართა კრება გაიმართა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 20 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მან ცხინვალის განყოფილებას უანდერძა 50 დღიური მიწა სოფელ წყნარში ქართული სკოლის გასახსნელად.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 თებერვალს მეთოდე კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობისა და სკოლის წლიური ანგარიში მთავარ გამგეობას გაუგზავნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20-26 თებერვალს გალაკტიონ ტაბიძემ და გიორგი ქუჩიშვილმა ყვირილაში გამართეს სალიტერატურო საღამოები, რომელთა სამახსოვროდ ფოტოხელოვანმა სტეფანე გოლაძემ გადაიღო ფოტო, რომელიც გაზეთში „თეატრი და ცხოვრება" დაიბეჭდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი სოხუმში გაგზავნეს სამკურნალოდ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 თებერვალს თბილისის ახალ კლუბში ვარდენ ლორთქიფანიძეს კონცერტი უნდა გაემართა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულომ ავადმყოფი ალექსანდრე აბაშელისთვის 200 მანეთი გამოყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ექიმ ივანე გომართელის რჩევით ავადმყოფი ალექსანდრე აბაშელი ორი თვით ქობულეთში უნდა წასულიყო სამკურნალოდ, შემდეგ – აბასთუმანში.

