რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივლიანე ალექსის ძე ლასხიშვილის, ივანე დავითის ძე მეტრეველის, თერაპიონ არჩილის ძე მანჯავიძის, დავით პეტრეს ძე ნაზემაცოვის, გიორგი ნიორაძის, ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილის, გიორგი იოსების ძე სიდამონოვ-ერისთავის, ნიკოლოზ სოლომონის ძე ღოღობერიძის, ელიზბარ ანდრიას ძე შურღაიასა და ბესარიონ დიმიტრის ძე შარაშენიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1916 წლის იანვარში პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, დროულად შეეკვეთა ალმანახ „ცისფერი ყანწების“ საბეჭდი ლიშეები და დამზადებისთანავე გაეგზავნა ქუთაისში, გამომცემელ კვიცარიძის სტამბაში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლიძის თაოსნობით გურიაში სკოლები და სამკითხველოები გაიხსნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გურიის სკოლები არსენ სიმონის ძე წითლიძის თაოსნობით ორკლასიანებად გადააკეთეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართული კულტურული კავშირის წარმომადგენლებად დრამატულმა საზოგადოებამ ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, შალვა ვლადიმერის ძე მესხიშვილი და ვლადიმერ ლევანის ძე გუნია აირჩია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვარს ტიციან ტაბიძემ იაკობ ფხაკაძეს მოსკოვიდან წერილით შეატყობინა, რომ ორი დღის წინ მოსკოვში, იმპერატორის თეატრში, გამართულ რუსთაველის საღამოზე მწერალი კინსტანტინე ბალმონტი და თეატრის მსახიობი ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი გამოვიდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლაძე ჟურნალ-გაზეთებთან ა. შუბნელის სახელით თანამშრომლობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრეა“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლაძე საკვირაო სკოლებისა და სახალხო წარმოდგენების მოწყობის ერთ-ერთი მოთავე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იერემია გულისაშვილი დიდი ხნის განმავლობაში თბილისში მასწავლებლად მუშაობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლიძემ თანაამოაზრეებთან ერთად სოფ. აკეთში პირველი სახალხო სამკითხველო დააარსა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლაძე სხვადასხვა წელს ვანისა და ოზურგეთის სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანდრო მურუსიძე მსახიობობასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასაც ეწეოდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლიძე სხვადასხვა წელს ძველი სენაკისა და წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლების გამგედ მუშაობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვარს ქართული კულტურისმოყვარეთა საზოგადოების თაოსნობით გიორგი ქუჩიშვილს უნდა წაეკითხა თავისი ახალი ორიგინალური პოემა „ნაადრევი ვარსკვლავი“.

